მაიკლ ბუბლე ფანებს ტატუს გაკეთების პროცესს უზიარებს

მომღერალი შვილების სახელების მაჯაზე დაწერის ტრადიციას აგრძელებს.
მაიკლ ბუბლე
Evaan Kheraj

მაიკლ ბუბლემ ინსტაგრამზე ახალი ტატუს გაკეთების ვიდეო გააზიარა. „არა, მე ჩემი ქალიშვილის სახელი უნდა დავიწერო”, – ეუბნება მომღერალი ტატუ არტისტს, რომელიც ეხუმრება, რომ მის ნაცვლად მაიმუნების მეფე ან დემონი დაიხატოს.

ვიდეოში მომღერალი ტატუს გაკეთების პროცესსაც გვანახებს. როგორც ჩანს, მისი 4 თვის ქალიშვილის Cielo-ს სახელის დაწერა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. „და რა მოხდება, თუ მხოლოდ C-ს დავუძახებთ? ჩემს ცოლს დავურეკავ და ვკითხავ, იქნებ კარგი სახელია C.”

მაიკლ ბუბლე და ლუისანა ლოპილატო 2011 წელს დაქორწინდნენ. წყვილს  4 შვილი ჰყავს. როდესაც ვიდეოში მომღერალი ტატუს საბოლოო შედეგს გვაჩვენებს, მის მაჯაზე დანარჩენი 3 შვილის სახელებიც ჩანს.

ნახეთ ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Aerosmith - ფოტო: ზაკ უიტფორდი

Aerosmith-მა სტივენ ტაილერის ავადმყოფობის გამო  ლას-ვეგასის მეორე კონცერტიც გააუქმა

შემდეგი სტატია

ჰილარი დაფი გულშემატკივრებს უზიარებს, თუ როგორ გადალახა „საშინელი” ბრძოლა კვებით აშლილობასთან: მე ვაფასებ ჩემს ჯანმრთელობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი