თინა ტერნერის ემოციური გზავნილი შვილის, რონი ტერნერის გარდაცვალების შემდეგ – “შენ ძალიან ადრე დატოვე სამყარო”

გავრცელებული ინცოფრმაციით, მომღერლის ვაჟი სუნთქვითი პრობლემით, ხუთშაბათს გარდაიცვალა.
თინა ტერნერი მიუზიკლ Tina - Das Tina Turner Musical-ის პრემიერის დროს 2019 წლის, 3 მარტი, გერმანია, ჰამბურგი. ფოტო: ფრანზიკა კრუგი
თინა ტერნერი მიუზიკლ Tina – Das Tina Turner Musical-ის პრემიერის დროს 2019 წლის, 3 მარტი, გერმანია, ჰამბურგი. ფოტო: ფრანზიკა კრუგი

თინა ტერნეტის უმცროსი შვილი, სამოცდაორი წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის აშესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა TMZ-მა გაავრცელა. მომღერალმა ტრაგედიის შემდეგ პირად ფეისბუქ გვერდზე ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა: “შენ ძალიან ადრე დატოვე ეს სამყარო. ჩემო საყვარელო შვილო, მწუხარებით ვხუჭავ თვალებს და შენზე ვფიქრობ.”

რონის მეუღლემ, აფიდა ტერნერმა სოციალურ მედიაში პოსტი და ფოტოები გამოაქვეყნა: “რონი ტერნერი იყო ჭეშმარიტი ანგელოზი. დიადი და უაღრესად წმინდა სულის მქონდე ადამიანი. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში იგი იყო საოცარი მეუღლე, საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ღონე ვიხმარე, მე ვერ შევძელი მისი გადარჩენა. ეს ტრაგედიაა და დიდი უსამართლობა, მშვიდად განისვენე სამოთხეში.”

რონი მომღერალ თინა ტერნერის ოთხი შვილიდან, ყველაზე უმცროსი იყო. რონი 1960 წლის 27 ოქტომბერს, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან მუსიკით იყო გატაცებული. იგი Manufactured Funk-ში ბას გიტარაზე, მუსიკოს პატრიკ მონტენთან ერთად  უკრავდა. 2007 წელს კი ფრანგ მომღერალ აფიდაზე დაქორწინდა. ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის პრობლემები აუწხებდა, ჰქონდა სიმსივნეც. 

ტერნერის უფროსმა ვაჟმა კრეგიმ, 2018 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა „სამეფო კარის თამაშების“ ის პერსონაჟი დაასახელა, რომელსაც საკუთარ თავს ადარებს

შემდეგი სტატია

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი