P!nk-ის თერთმეტი წლის ქალიშვილმა სიმღერის  შესრულების დროს  შესანიშნავი ვოკალური მონაცემები გამოავლინა

„ფიზიკურად თერთმეტი წლისაა, მაგრამ შინაგანად თერთმეტი ათასის, რომელიც სულ მაოცებს“ – წერს P!nk ინსტაგრამზე.
Pink და უილოუ ჰარტი Super Bowl LII Pregame-ს შოუზე, 2018 წლის 4 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური
Pink და უილოუ ჰარტი Super Bowl LII Pregame-ს შოუზე, 2018 წლის 4 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური

P!nk-მა თერთმეტი წლის ქალიშვილის  ვიდეო გააზიარა, სადაც გოგონა, ოლივია როდრიგოს  სიმღერას Rose Song-ს მღერის.  უილოუ  ჰარტიმ – P!nk-ის ქალიშვილმა სიმღერა უნაკლოდ შეასრულა, დასასრულს კი დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

„ფიზიკურად თერთმეტი წლისაა,  მაგრამ შინაგანად თერთმეტი ათასის, რომელიც სულ მაოცებს“ – ამბობს P!nk.

ეს  არ გახლავთ უილოუ  ჰარტის პირველი გამოსვლა. 2021 წლის თებერვალში P!nk-თან ერთად  გოგონამ დუეტი – Cover Me in Sunshine შეასრულა. “გასული წელი საკმაოდ მძიმე და სევდიანი იყო.  მუსიკას უილოუსთვის  და ჩემთვის  კომფორტი და სიმშვიდე მოაქვს, ამიტომ გიზიარებთ სიმღერას, რომელიც იმედი გვაქვს სითბოს და მზეს მოგიტანთ” – წერდა  P!nk-ი  TikTok-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი განვლილ წელს აფასებს: „2022 წელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა”

შემდეგი სტატია

ამერიკულ იუმორზე დიდი გავლენისათვის, ადამ სენდლერი „მარკ ტვენის პრიზს“ მიიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი