ერეკლე გეწაძის და ელენე კალანდაძის დუეტმა პროექტ SUNDAIZ.-ის ფარგლებში ახალი ალბომი გამოუშვა

Daylight – ასე ჰქვია Lofi ჰიპ-ჰოპის ჟანრის ალბომს და ის რვა კომპოზიციას აერთიანებს.

ერეკლე გეწაძის და ელენე კალანდაძის დუეტმა ცოტა ხნის წინ ახალი პროექტი, სახელწოდებით SUNDAIZ. წარადგინა, რომელიც Lofi ჰიპ-ჰოპის ჟანრის კომპოზიციებს აერთიანებს. ახლახან SUNDAIZ.-ის რიგით მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Daylight გამოვიდა, რომელიც რვა კომპოზიციას აერთიანებს. 

Daylight ჩვენი წინა ალბომის, Sundays and Chill-ის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელებაა. მუშაობას რაც შეეხება, ყველა ვოკალის პარტია არის ე.წ. Take 1, რაც ნიშნავს, რომ ალბომში პირველივე დუბლია ჩასმული. ვფიქრობ, პირველი დუბლები ყოველთვის ყველაზე გულწრფელი გამოდის ხოლმე.” – ამბობს ელენე კალანდაძე Billboard Georgia-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ SUNDAIZ.-ის პირველი ალბომი გერმანულ ლეიბლ Lofi Cult-ზე გამოვიდა, Daylight კი –  LTB music-ით გამოიცა, რომელიც საქართველოში დაფუძნებული ლეიბლია. 

ერეკლე გეწაძის და ელენე კალანდაძის მუსიკალური დუეტი მსმენელის დიდი აუდიტორიისათვის ცნობილი პროექტ Bad Habitz-დან გახდა. რაც შეეხება SUNDAIZ.-ს, Lofi ჰიპ-ჰოპის ჟანრის პროექტი მსმენელს Bad Habitz-საგან განსხვავებულ მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. 

„დატვირთული დღეების შემდეგ, Lofi ჰიპ-ჰოპის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. Მე და ელენე Youtube-ზე ხშირად ვუსმენდით ხოლმე Lofi რადიოს, თუმცა ბოლო პერიოდში, რადიო არხებზე  გასული კომპოზიციები თითქოს აღარ იყო საკმარისი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ისეთი Lofi ტრეკები, რომელთა მოსმენის მოთხოვნილებაც თავადვე გვქონდა. აი ასე დაიბადა SUNDAIZ.

პროექტის ხასიათი და კონცეფცია დიდად არ განსხვავდება სხვა Lofi პროექტებისგან – ჩვენთანაც შენარჩუნებულია იაპონური ანიმეს ესთეტიკა, ნოსტალგიური ჟღერადობა და სევდიანი ხასიათი.“ – ერეკლე გეწაძე. 

როგორც არტისტები აღნიშნავენ, Bad Habitz-ისგან განსხვავებით, SUNDAIZ. საქართველოში ჯერჯერობით დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სტრიმინგ პლატფორმების რეიტინგების მიხედვით, პროექტს ქვეყნის საზღვრებს მიღმა საკმაოდ ბევრი მსმენელი ჰყავს. 

„ჩვენი მსმენელი აუდიტორიის მონაცემების მიხედვით, საქართველო ამ ეტაპზე არცერთ მუსიკალურ პლატფორმაზე ტოპ ოცეულშიც კი არ არის. თუმცა გვინდა, სიამაყით აღვნიშნოთ, რომ  SUNDAIZ.-ს, რომლის წარდგენიდან ჯერ ორი თვეც კი არ გასულა, ამ დროისათვის  Spotify-ზე  უკვე 14 100-ზე მეტი სტრიმი აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ პროექტს აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 7000-მდე ყოველთვიური მსმენელი ჰყავს“ –  ერეკლე გეწაძე.  

Bad Habitz-ის წარმატების შემდეგ, მუსიკოსები გეგმავენ, რომ მათი ახალი პროექტი  SUNDAIZ. დიდ აუდიტორიას გააცნონ. 

„ჩვენი მსმენელი დიდ მოტივაციას გვაძლევს, შესაბამისად, არ ვაპირებთ გაჩერებას და სულ მალე მორიგ ახალ ალბომსაც გამოვუშვებთ“ – ელენე კალანდაძე. 

მოუსმინეთ SUNDAIZ.-ის ალბომს – Daylight:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lizzo-ს სახლში უამრავი ნაძვის ხე დგას: „ნამდვილი სანტა კლაუსი ვარ”

შემდეგი სტატია

შერიმ და კელი კლარკსონმა უილი ნელსონის შესახებ ისტორიები გაიხსენეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი