Lizzo-ს სახლში უამრავი ნაძვის ხე დგას: „ნამდვილი სანტა კლაუსი ვარ”

„დიდი ხანი არაფერი გამაჩნდა. ახლა კი, როცა ჩემი სახლი მაქვს, ზედმეტად ვზრუნავ მასზე.”
Lizzo
Steve Jennings/WireImage

საშობაო სეზონზე Lizzo-მ სახლში უამრავი ნაძვის ხე დადგა.

CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში მომღერალი ლოს ანჯელესში მის პირველ სახლზე საუბრობს და ამბობს, რომ ის საშობაო დეკორაციებით აავსო.

„ეს იმის გამოა, რომ დიდი ხანი არაფერი გამაჩნდა. ახლა კი, როცა ჩემი სახლი მაქვს, ზედმეტად ვზრუნავ მასზე. ნამდვილი სანტა კლაუსი ვარ.”

ლიზო საკუთარი სახლის ქონის ბედნიერებაზე საუბრობს. 2019 წლამდე, სანამ ის პირველ წარმატებას მიაღწევდა, მომღერალსა და რეპერს ხშირად ღამის გათენება მანქანაში უწევდა. 

„სხვების სახლებში ვრჩებოდი და მათ დივნებზე ვიძინებდი. ახლა ბოლო ტურნეს განმავლობაში ძალიან კარგ სასტუმროებში ვჩერდებოდი, მაგრამ სულ სახლი მენატრებოდა. ერთი სული მაქვს, ჩემს საკუთარ სახლში მოვიდე და ჩემს საწოლში დავწვე. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება.”

Lizzo-ს საკმაოდ წარმატებული 2022 წელი ჰქონდა. მისი ჰიტი About Damn Time ბილბორდის ცხელ ასეულში 4 კვირის განმავლობაში ლიდერობდა და 2023 წლის „გრემის” ორ ნომინაციაშია წარდგენილი. 

ნახეთ მონაკვეთი Lizzo-ს ინტერვიუდან

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სკაი ფერეირა

2022 წლის ოცი გამორჩეული პოპ სიმღერა, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ

შემდეგი სტატია

ერეკლე გეწაძის და ელენე კალანდაძის დუეტმა პროექტ SUNDAIZ.-ის ფარგლებში ახალი ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი