ჯესი ჯეი ბავშვს ელოდება: „ძალიან გახარებული და შეშინებული ვარ”

ვარსკვლავმა ინსტაგრამზე თავისსავე სიმღერაზე აწყობილი ვიდეო გააზიარა.
ჯესი ჯეი
Ashley Osborn

ჯესი ჯეი მილოცვებს იღებს. მომღერალმა სოციალური ქსელით გაამხილა, რომ მალე დედა გახდება. 

ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ემოციური ვიდეო გააზიარა თავისსავე სიმღერაზე Sunflower. კლიპი ორსულობის ტესტის, ექოსკოპიის კადრებითა და მომღერლის ფოტოებითა და ვიდეოებით არის აწყობილი. 

„ძალიან ბედნიერი და შეშინებული ვარ. გთხოვთ, სიკეთე გამოიჩინეთ ჩემ მიმართ,” –  დაწერა მომღერალმა. 

შარშან ჯესი ჯეიმ გაამხილა, რომ 2021 წლის ნოემბერს მუცელი მოეშალა. როგორც მომღერალი იმ დროს ჰყვებოდა, ექიმებმა მესამე გეგმიურ ვიზიტზე უთხრეს, რომ ბავშვის გულის ცემა შეწყვეტილი იყო. „ვგრძნობ, რომ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. შეიძლება ამის დაწერაც ვინანო. შეიძლება – არა. არაფერი ვიცი.”

ამ პოსტის შემდეგ კი ჯესი ჯეიმ ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენს უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობ, ვიღებ და განუზომლად ვაფასებ. სწორედ ამან მომცა ძალა, რომ დღეს საწოლიდან ავმდგარიყავი. Მადლობა,” – წერდა მომღერალი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დიონ ვორვიკი დოლი პარტონთან დუეტს აანონსებს: „ეს განსაკუთრებული იქნება”

შემდეგი სტატია

შაკირა საახალწლო გზავნილს ავრცელებს: „დროს ქირურგის ხელები აქვს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი