მას შემდეგ რაც TikTok-ზე სვიფტის ერთ-ერთმა ფანმა მისი ვიდეო ატვირთა დოკუმენტური ფილმიდან „მის ამერიკა”, ლედი გაგამ მასზე კომენტარი დატოვა. იგი აქებს სვიფტს ისეთ რთულ თემაზე საუბრისთვის, როგორიცაა კვებითი აშლილობა.
ვიდეოში სვიფტი იხსენებს, თუ როგორ ჭამდა ძალიან ცოტას და ვარჯიშობდა ძალიან ბევრს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა სხეულის ის წონა, რასაც იგი ახლა არაჯანსაღს უწოდებს.
„ბევრად ბედნიერი ვარ იმით, ვინც ახლა ვარ. აღარ ვღელავ, თუ ვინმე მიმითითებს, რომ წონაში მოვიმატე. ჩემს ცხოვრებას უკეთესს ხდის ის ფაქტი, რომ 00-ის ნაცვლად ახლა 6 ზომა ვარ. ჩემი სხეული არ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც ადრე იყო. უბრალოდ იმ დროს ამას ვერ ვხვდებოდი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ არ ვჭამდი. ყოველთვის ეჯახები სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს. ეს შეუძლებელია.”
იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც ვიდეოს კომენტარებში სვიფტს მხარს უჭერს, ერთ-ერთი, არც მეტი, არც ნაკლები, ლედი გაგაა. „ძალიან დიდი სიმამაცეა ეს ყველაფერი, რაც შენ თქვი,” – წერს მომღერალი.
ეს თემა ორივე მუსიკოსისთვის ნაცნობია. 2012 წელს ლედი გაგამ ისაუბრა, რომ 15 წლიდან ანორექსიასა და ბულიმიას ებრძოდა.
ნახეთ ტეილორ სვიფტის ვიდეო TikTok-ზე და ლედი გაგას კომენტარი
@angclswift this scene always breaks my heart.💔 | #taylorswift #swifttok ♬ suono originale – angclswift