Coldplay ახალ ალბომზე – Moon Music-ზე მუშაობას ასრულებს

როგორც კრის მარტინმა მიანიშნა, აუდიტორიამ ახალი სიმღერების ცოცხალი შესრულება, შესაძლოა, წელს დაგეგმილი კონცერტების მსვლელობისას მოისმინოს.


2022 წლის განმავლობაში, Coldplay-ის დატვირთული საკონცერტო განრიგი ჰქონდა. ჯგუფმა არაერთ დიდ ქალაქში ხალხმრავალი კონცერტები გამართა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი არ არის. ახლახან, მუსიკოსმა  კრის მარტინმა გამოცემა City News-თან გაამხილა, რომ ბენდი ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობას ასრულებს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ის ბოლო ალბომი, სახელწოდებით Music of the Spheres  2021 წელს გამოიცა.

ალბომზე მუშაობას ვასრულებთ. Მისი სახელწოდებაა  Moon Music.  ის Music Of The Spheres-ის ერთგვარი გაგრძელებაა.“ – თქვა მარტინმა და ასევე აღნიშნა, რომ „წელიწადის რაღაც დროს“ Coldplay-მ, შესაძლოა, რამდენიმე სიმღერა ცოცხლად შეასრულოს. 

კრის მარტინს არ დაუზუსტებია, შევა თუ არა რიგით მე-10 სტუდიურ ალბომში დუეტები სხვა მუსიკოსებთან. ამის მაგივრად, მომღერალმა გაიხსენა არტისტები, რომლებთანაც Coldplay-მ კონცერტების მსვლელობისა, ან ალბომის ჩაწერისას ითანამშრომლა.   

„კონცერტებზე და ალბომებზე მუშაობისას, არაერთი არაჩვეულებრივი არტისტი მოვიწვიეთ. მათთან თანამშრომლობა გარკვეულწილად თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, რადგან უცებ აცნობიერებ – „ოჰ, ეს ადამიანი ბევრად ნიჭიერია“. – თქვა კრის მარტინმა სიცილით და  მაგალითად კონკრეტული მუსიკოსები, ბენდები მოიყვანა. კრის მარტინმა აღნიშნა H.E.R., სელენა გომესი, ჯეიკობ კოლიერი და BTS.

Coldplay-მ საკონცერტო ტურნე 2022 წლის 18 მარტს, კოსტა რიკაში დაიწყო. ტურნე 2023 წელსაც გრძელდება. ბენდმა ჩრდილოეთ ამერიკაში დაგეგმილი კონცერტების თარიღები სწორედ ამ წლის დასაწყისში გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 4 თებერვალს, Coldplay ცნობილი სატელევიზიო შოუს – Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლიციის მიერ მისი უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ „ცოცხალია და კარგად არის”

შემდეგი სტატია

ჰილარი დაფის ოთხი წლის ქალიშვილი ჰარი სტაილსის გულშემატკივარია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი