ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელია

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად დასახელდა. ფარელი თავის პირველ კოლექციას ივნისში, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს. 

Louis Vuitton მოხარულია, რომ ფარელს მამაკაცის კოლექციის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში მიესალმოს. Louis Vuitton-სათვის შექმნილ პირველ კოლექციას ის  ივნისში, პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულზე წარადგენს“ –  ნათქვამია მოდის სახლის მშობელი კომპანიის, LMVH-ის განცხადებაში, რომელიც ბრენდის ოფიციალურ ტვიტერსა და ინსტაგრამზე გამოქვეყნდა. 

უილიამსი მოდის სამყაროსათვის უცხო არ არის. ის დამახასიათებელი ეკლექტური სტილით არის ცნობილი. 2003 წელს მან ქუჩის ყოველდღიური სტილისათვის განკუთვნილი ბრენდი –  Billionaire Boys Club დააარსა. წარსულში ფარელმა თავად Louis Vuitton-თანაც ითანამშრომლა. არტისტი სხვადასხვა დროს იკვეთებოდა ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიც მაგალითად Adidas არის. 2020 წელს ფარელ უილიამსმა კანის მოვლის საშუალებების უნისექს ბრენდი Humanrace დააფუძნა. 

2004 და 2008 წლის თანამშრომლობის შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ფარელი მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. მისი კრეატიული ხედვა, რომელიც მოდის საზღვრებს სცდება, Louis Vuitton-ს ახალი და ამაღელვებელი ეტაპისაკენ წაუძღვება“ – აღნიშნა Louis Vuitton-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პიეტრო ბეკარიმ. 

უილიამსი ბრენდში ვირჯილ აბლოს ადგილს დაიკავებს – დიზაინერისა, რომელიც კიბოს დიაგნოზით 2021 წელს გარდაიცვალა.  New York Times-ისათვის 2020 წელს მიცემულ ინტერვიუში, აბლომ განმარტა, თუ როგორ შთააგონა ფარელ უილიამსის და Chad Hugo-ს ალბომმა, სახელწოდებით N.E.R.D.„ერთ-ერთ ინტერვიუში [უილიამსმა] თქვა, რომ ეს ალბომი ზედმეტად თეთრია შავკანიანთა რადიოსთვის და ზედმეტად შავია თეთრკანიანთა რადიოსთვის. როდესაც ჩიკაგოს გარეუბნებში ვატარებდი ბავშვობას, სკეიტბორდით კატაობა და ჩემი იდენტობის ძიება უფრო მეტ ემოციას იწვევდა, ვიდრე ჰიპ-ჰოპ მუსიკა. [უილიამსი] ამბობს, რომ ნორმალურია, თუ სადღაც შუაში ხარ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგად აღწერს შავკანიანი ბავშვების მთელ თაობასა და იმ არტისტებს, რომელთაც გადაწყვიტეს საკუთარი თავი იყვნენ და შევიდნენ იმ კარში, რომელიც ფარელმა გააღო. “ – აღნიშნა ვირჯიმ აბლომ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფეხმძიმე ჯესი ჯეიმ ახალი სიმღერის დაანონსებისას შვილის სქესი გაამხილა

შემდეგი სტატია

ჯულია ფოქსი ჟურნალ ELLE-თვის - ფოტო: რიჩი შამაზი

ჯულია ფოქსი ამბობს რომ კანიე უესტის ანტისემიტური გამონათქვამები გულს სტკენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი