ლონდონის „ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმს“ დევიდ ბოუის არქივი გადაეცა

„დევიდ ბოუის სახელობის Სწავლებისა და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი“ 2025 წელს გაიხსნება.

ბრიტანეთის „ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმს“ დევიდ ბოუის არქივიდან 80,000-მდე ნივთი საჩუქრის სახით გადაეცა. კოლექცია აერთიანებს კოსტიუმებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, წერილებს, სიმღერის ტექსტებს, ფოტოებს და ასე შემდეგ. ეს ნივთები ამიერიდან მუზეუმის ექსპონატებია და ისინი საჯარო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. გამოფენა ახალ სახელოვნებო ცენტრში გაიხსნება, რომელიც ვარსკვლავს ეძღვნება. 

„დევიდ ბოუის სახელობის Სწავლებისა და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი“ 2025 წელს  გაიხსნება. ცენტრი V&A -ს მუზეუმის ფილიალი იქნება, რომელიც ლონდონის Olympic Park-ში განთავსდება. 

მუზეუმის უფროსი კურატორის, ქეით ბეილის თქმით, არქივი არაორდინალურია და ის შემოქმედის მემკვიდრეობის უნიკალური ჩანაწერია. 

ბოუი პოლიმათია, ის მრავალმხრივია. მას ყველა ჟანრი და დისციპლინა შთააგონებდა. ის იყო არტისტი, რომელიც 360 გრადუსით მუშაობდა.“ – აღნიშნა ქეით ბეილმა. 

მუსიკოსი დევიდ ჯოუნსი 1947 წელს ლონდონში დაიბადა. მან საკუთარი თავი სცენაზე ხელახლა გამოიგონა. ბოუიმ სასცენო პერსონაჟების სერია შექმნა და ხელოვნების სხვადასხვა ფორმაზე დიდი გავლენა მოახდინა. მან მუსიკოსები, კინორეჟისორები, მოდის დიზაინერები და სარეკლამო სფეროში მოღვაწე პროფესიონალები შთააგონა.

დევიდ ბოუის არქივის რამდენიმე დეტალი არტისტის მულტიმედია გამოფენის, სახელწოდებით „David Bowie Is“ ექსპოზიციის ნაწილია. გამოფენას 2013 წელს ლონდონის  V&A-ს მუზეუმიც მასპინძლობდა. 

რამდენიმე ნივთი საკმაოდ ცნობილია, მათ შორის არის  Ziggy Stardust-ისათვის შეკერილი კოსტიუმი, რომლის დიზაინი ფრედი ბარეტის ეკუთვნის. ასევე კანსაი იამამოტოს ფუტურისტული ქმნილებები და ალექსანდრ მაკქვინის კოსტიუმი, რომელიც დიზაინერმა ბოუის 1997 წლის ალბომის, Earthling-ის ყდის ფოტოსესიისათვის შექმნა. 

მუზეუმისათვის გადაცემული კოლექციის პერსონალური ნაწილი აერთიანებს წერილებს, სიმღერების ხელნაწერ ტექსტებს, მათ შორის არის კომპოზიციის – Heroes ტექსტი. კოლექცია ასევე მოიცავს პირად წიგნაკს, რომელსაც ბოუი მთელი ცხოვრება ატარებდა. არქივში თავმოყრილია უნიკალური ვიზუალური მასალა – დაახლოებით 70 000 ფოტო, სურათი და სლაიდები. 

მუზეუმმა არქივი ბოუის ოფიციალური სამემკვიდრეო ფონდისგან მიიღო. V&A-ს ასევე გადაეცა 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის (12 მილიონი დოლარი) დონაცია „ბლავატნიკის ოჯახის ფონდისგან“. დონაციის მიზანი მუზეუმის ახალი კულტურული და ტექნოლოგიური ფილიალის განვითარებაა.

როგორც დევიდ ბოუის სამემკვიდრეო ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს – „მისი ცხოვრების გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კოლექციის ნაწილად ქცევით, აღიარებულ სახელოვნებო პერსონებს და არტისტულ გენიოსებს შორის, ბოუი თავის კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს.

V&A -ს დირექტორმა, ტრისტრამ ჰანტმა ბოუის „ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი და შემსრულებელი“ უწოდა – „ბოუის ინოვაციურმა მიდგომებმა მუსიკა, თეატრი, კინო, მოდა და სტილი გადაკვეთა – იგი დიზაინისა და ვიზუალური სახელოვნებო სფეროს შთაგონებას კვლავაც აგრძელებს.“ –  აღნიშნა ჰანტმა. 


სტატია თავდაპირველად The Associated Press-ში დაიბეჭდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Daft Punk ალბომის Random Access Memories საიუბილეო გამოცემას აანონსებს, რომელშიც 9 ახალი კომპოზიცია შევა

შემდეგი სტატია

ჰეილი ლუ რიჩარდსონი 2022 წლის 17 ნოემბერი, ჰოლივუდი. ფოტო: მომოდუ მანსარი

White Lotus-ის მსახიობი ჰეილი ლუ რიჩარდსონი სერიალის მსახიობთა გუნდის კარაოკე ღამეებს იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Harper’s BAZAAR-ის ახალ ნომერში რიანა მის მომავალ ალბომსა და A$AP Rocky-სთან ერთად შვილების აღზრდაზე საუბრობს

„ეს [ალბომი] არც კომერციული იქნება და არც რადიოში ადვილად მოსასმენად გათვლილი. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”
მეტი

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი