Მაილი საიურსმა ახალ ალბომში შესული სიმღერების სესიების სპეციალური პროგრამა დააანონსა, რომლის პრემიერა  Disney+-ზე შედგება

საირუსი Hannah Montana: The Movie-ის პრემიერიდან 14 წლის გასვლას აღნიშნავს


Disney+-ზე მაილი საირუსის სპეციალური პროგრამის პრემიერა შედგება. მუსიკალური ფილმი არტისტის ახალ ალბომში შესული სიმღერების შესრულების ჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერში ასევე შევა მომღერლის 2009 წლის სიმღერა, სახელწოდებით The Climb, რომლის გამოსვლიდან ათწლეულზე მეტი გავიდა.

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც The Climb გამოვიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, უყურეთ ჩემს მუსიკალურ სესიებს, რომელიც 10 მარტს ექსკლუზიურად Disney Plus-ზე განთავსდება“ –  აღნიშნა მაილი საირუსმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

The Climb 2009 წლის ფილმის, Hannah Montana: The Movie-ის საუნდტრეკია. კომპოზიცია  Billboard-ის Hot 100-ის სიმღერის ჩარტებში მეოთხე ადგილს იკავებდა. 

Endless Summer Vacation (Backyard Sessions) – ასე ჰქვია დაანონსებულ პროექტს, რომლის პროდიუსერი თავად საირუსია.  Endless Summer Vacation მომღერლის ახალი ალბომის სახელწოდებაა. მასში შემავალი სიმღერების სესიების გარდა, სპეციალური პროგრამა მუსიკოს რუფუს უეინრაიტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ნახეთ სპეციალური პროგრამის ანონსი, რომელიც  The Climb-ის შესრულების ფრაგმენტით სრულდება: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

CeeLo Green – მსოფლიო მუსიკალური სცენის აღიარებული ვარსკვლავის კონცერტი თბილისში

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსმა ატვირთა და შემდეგ წაშალა ფოტო, სადაც One Direction-ის მაისური აცვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი