Disney+-ზე მაილი საირუსის სპეციალური პროგრამის პრემიერა შედგება. მუსიკალური ფილმი არტისტის ახალ ალბომში შესული სიმღერების შესრულების ჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერში ასევე შევა მომღერლის 2009 წლის სიმღერა, სახელწოდებით The Climb, რომლის გამოსვლიდან ათწლეულზე მეტი გავიდა.
„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც The Climb გამოვიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, უყურეთ ჩემს მუსიკალურ სესიებს, რომელიც 10 მარტს ექსკლუზიურად Disney Plus-ზე განთავსდება“ – აღნიშნა მაილი საირუსმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.
The Climb 2009 წლის ფილმის, Hannah Montana: The Movie-ის საუნდტრეკია. კომპოზიცია Billboard-ის Hot 100-ის სიმღერის ჩარტებში მეოთხე ადგილს იკავებდა.
Endless Summer Vacation (Backyard Sessions) – ასე ჰქვია დაანონსებულ პროექტს, რომლის პროდიუსერი თავად საირუსია. Endless Summer Vacation მომღერლის ახალი ალბომის სახელწოდებაა. მასში შემავალი სიმღერების სესიების გარდა, სპეციალური პროგრამა მუსიკოს რუფუს უეინრაიტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ნახეთ სპეციალური პროგრამის ანონსი, რომელიც The Climb-ის შესრულების ფრაგმენტით სრულდება:
It’s been 14 years since The Climb was released.
— Miley Cyrus (@MileyCyrus) March 5, 2023
In celebration watch my backyard sessions performance of this special song streaming only on @DisneyPlus March 10th at 1pm ET/10am #EndlessSummerVacation pic.twitter.com/SM2hW0MqIL