რედიოჰედის Creep ფილმ Renfield-ის ტრეილერის საუნდტრეკია. ფილმში დრაკულას როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.

კომედიური საშინელებათა ფილმი კინოთეატრებში 14 აპრილს გამოვა.
ნიკოლას ქეიჯი დრაკულას როლში ფილმში Renfield
Universal Pictures

ფილმი Renfield კინოეკრანებზე 14 აპრილს გამოვა. რენფილდი კომედიური საშინელებათა ჟანრის ფილმის მთავარი გმირია, რომელსაც ნიკოლას ჰოლტი განასახიერებს. იგი 90 წლის განმავლობაში გრაფ დრაკულას მსახურად მუშაობს. დრაკულას როლს ფილმში ნიკოლას ქეიჯი ასრულებს. Მას შემდეგ კი, რაც რენფილდს პოლიციელი ქალი რებეკა ქუინსი შეუყვარდება, იგი გადაწყვეტს, რომ სასტიკი უფროსისგან თავი გაითავისუფლოს.

ახლახან გამოქვეყნდა ფილმის ტრეილერი, რომელსაც საუნდტრეკად რედიოჰედის 1993 წლის კლასიკა Creep გასდევს. სწორედ მისი ტექსტის ფონზე უხსნის რენფილდი  რებეკას მის მდგომარეობას, სანამ მასა და დრაკულას შორის ბრძოლა დაიწყება. 

ორი წლის წინ რედიოჰედმა Creep-ის რემიქსი – Very 2021 წარადგინა, რომელიც სიმღერის უფრო ნელი და მძიმე ვერსიაა. იაპონელმა დიზაინერმა ჯუნ ტაკაჰაშიმ კი ეს ვერსია თავის 2021 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებისას გამოიყენა. 

ნახეთ Renfield-ის თიზერი სიმღერაზე Creep.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ენდრიუ ლოიდ უებერი შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო, Bad Cinderella-ს ბროდვეის პრემიერას არ დაესწრება

შემდეგი სტატია

QUEMMEKH-მა ახალი ალბომი – „ნოსტალგია“ წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი