ჟერარდ პიკე შაკირასთან დაშორების შესახებ დუმილს არღვევს: „მინდა, ჩემი თავის ერთგული ვიყო”

წყვილს ორი ვაჟი – მილანი და საშა ჰყავს.
შაკირა და პიკე 2016 წელს
Robert Marquardt/GI

ჟერარდ პიკემ დუმილი დაარღვია და პირველად ისაუბრა შაკირასთან დაშორების შესახებ.

„არ ვიტყვი. არ მსურს ამაზე საუბარი” – ასე უპასუხა ფეხბურთელმა ესპანური გამოცემა El Pais-ის კითხვას, თუ როგორ იმოქმედა მასზე დაშორებამ. ამის ნაცვლად, პიკემ შვილებზე ისაუბრა.

„ყველას აქვს პასუხისმგებლობა, გააკეთოს ის, რაც მათი შვილებისთვისაა უკეთესი. ეს ყველა მშობლის საქმეა და ეს არის ის, რაზეც ვკონცენტრირდები და რაც ჩემი, როგორც მამის, როლია.”

პიკე მედიის მიერ შაკირასთან დაშორების გაშუქების თემასაც გამოეხმაურა. „პრობლემა ისაა, თუ როგორ აღიქვამს ხალხი მოვლენებს, ან როგორ ფუთავს მათ მედია. მე ისევ ვაკეთებ იმას, რაც მინდა. მინდა, რომ ჩემი თავის ერთგული ვიყო. არ ვაპირებ ფულის დახარჯვას ჩემი იმიჯის გასუფთავებაში. ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს და მაღელვებს, ისედაც მიცნობენ. დანარჩენი კი არ მაინტერესებს. მე ჩემს ენერგიას ჩემს ახლობელ ადამიანებს ვახმარ და ძალიან ბედნიერი ვარ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანუშკა ჩხეიძის ტრეკი Borders ლეიბლ Giraffe tapes-ზე უკრაინის მხარდასაჭერი პროექტის ფარგლებში გამოიცა

შემდეგი სტატია

Dear Mama-ს ახალ ტრეილერში თუფაქ შაკური დედასთან, აფენი შაკურთან ურთიერთობაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი