ჯონ ლეჯენდი მისი სიმღერის ფონზე ჰარი სტაილსისა და ემილი რატაკოვსკის კოცნის ვიდეოზე ხუმრობს: „მიხარია, თუ დავეხმარე”

კოცნის ვიდეოს ლუის კაპალდიც გამოეხმაურა.
ჯონ ლეჯენდი 2023 წლის ოსკარის წვეულებაზე
Amy Sussman/GI

ბუნებრივია, რომ ჯონ ლეჯენდი გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურებოდა, სადაც ჰარი სტაილსი და ემილი რატაკოვსკი ერთმანეთს სწორედ მისი სიმღერის ფონზე კოცნიან. 

მომღერალმა ვიდეო გააზიარა და დაწერა: “Making out to Dope. So dope.” ვიდეოში სწორედ სიმღერა Dope ისმის, რომელიც ლეჯენდის 2022 წლის ალბომის Legend მთავარი სინგლია.

ჯონ ლეჯენდს პოსტზე მეგობრები და ფანები გამოეხმაურნენ. რეპერმა D-Dot-მა კომენტარი დაწერა: „ვინმემ უნდა შეგაჩეროს.” მომღერალმა კი უპასუხა: „მიხარია, თუ დავეხმარე.”

ჯონ ლეჯენდი ერთადერთი ცნობილი სახე არ ყოფილა, რომელიც სტაილსისა და რატაკოვსკის ვიდეოს გამოეხმაურა. ლუის კაპალდიმ TikTok-ზე თავისი სიმღერის How I’m Feeling Now-ს ფონზე საკუთარი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „მე – ჰარისა და ემილის ვიდეოს ნახვის შემდეგ.” კაპალდის რეაქცია 2023 წლის BRIT Awards-ს უკავშირდება, სადაც ჰარი სტაილსმა მას აკოცა.

ნახეთ ჯონ ლეჯენდისა და ლუის კაპალდის სახალისო პოსტები:

@lewiscapaldi

so unsatisfied

♬ How I’m Feeling Now – Lewis Capaldi
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გორში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

შემდეგი სტატია

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი