გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

საერთაშორისო ჟიურიმ ქართველი პიანისტი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა და მეორე ადგილი მიანიჭა.

გიორგი გიგაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული – რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა! საერთაშორისო ჟიურიმ ქართველი პიანისტი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა და მეორე ადგილი მიანიჭა.

საფინალო სესიაზე გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი №3 შეასრულა. იგი ერთადერთი ფინალისტი იყო, ვისაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა. მისი შესრულების შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში აუდიტორიაში ოვაციები არ წყდებოდა. აპლოდისმენტები და შეძახილები გიგაშვილის კულისებში შესვლის შემდეგაც გაგრძელდა და მაყურებელმა პიანისტი სცენაზე ორჯერ გამოიხმო. როგორც ამბობენ, ქართველი პიანისტის გამოსვლისას აუდიტორიამ იგრძნო, რომ ვარსკვლავის დაბადებას ესწრებოდა. 

ჟიურიმ გამარჯვებულთა ვინაობა დღეს, საფინალო სესიების დასრულების შემდეგ გამოაცხადა. დაჯილდოების ცერემონია ხვალ გაიმართება და გიორგი გიგაშვილი, უკვე კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის სტატუსით, ისრაელის კამერატასთან ერთად დაუკრავს. ხვალ დასახელდება ახალგაზრდა ჟიურისა და მაყურებლის რჩეულიც.

გიორგი გიგაშვილი მესამე ქართველი პიანისტია, ვინც რუბინშტეინის კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოხვდა. 1995 წელს ალექსანდრე კორსანტიამ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა. 2008 წელს კი ხატია ბუნიათიშვილი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ერთადერთი ფინალისტია, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა და სცენაზე ორჯერ გამოიხმო.

შემდეგი სტატია

ედ შირანმა გაამხილა, რომ Shape of You-ზე მუშაობისას, რეპერმა Jay-Z-მ თანამშრომლობაზე უარი უთხრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი