შაკირა შვილებთან ერთად ბარსელონას ტოვებს: „ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ”

„ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემ გვერდით იყავით, მამხიარულებდით, ცრემლებს მიმშრალებდით, შთაგონებასა და გაზრდის საშუალებას მაძლევდით” – წერს მომღერალი.
შაკირა
LOIC VENANCE/AFP via GI

შაკირა შვილებთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპს ესპანეთიდან შორს იწყებს. განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა, მომღერალი ამბობს, რომ შვილებთან ერთად მსოფლიოს სხვა წერტილში მიდის, სადაც ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს იქნება.

„ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემ გვერდით იყავით, მამხიარულებდით, ცრემლებს მიმშრალებდით, შთაგონებასა და გაზრდის საშუალებას მაძლევდით” – წერს მომღერალი.

შაკირასა და ჟერარდ პიკეს ორი ვაჟი – 9 წლის მილანი და 7 წლის საშა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასულ წელს დაშორდა. 

შაკირა ესპანურენოვან პოსტში წერს: „ბარსელონაში იმიტომ დავფუძნდი, რომ ჩემი შვილებისთვის სტაბილურობა მიმეცა. ახლა იმავე სტაბილურობას მსოფლიოს სხვა კუთხეში ვეძებთ ოჯახთან, მეგობრებთან და ზღვასთან ახლოს. ჩვენი ცხოვრების ახალ თავს ვიწყებთ. მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად განიცდიდით აქ, ბარსელონაში. ქალაქში, სადაც ვისწავლე, რომ მეგობრობა ბევრად დიდია, ვიდრე სიყვარული.”

ნახეთ შაკირას პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა 2023 წლის 2 აპრილი, ნიუ-იორკი ფილმ - Joker: Folie a Deux-ის გადასაღებ მოედანზე.

ლედი გაგა ფილმ Joker-ის გადასაღებ მოედანზე

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსი სამოცდამეხუთე „გრემის“ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: ლესტერ კოენი

ფარელ უილიამსი The Hill Awards-ზე 2023 წლის „გრემის“ ღონისძიებაზე დაჯილდოვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი