GLAAD Media Awards-ზე სიტყვით გამოსვლისას, კრისტინა აგილერამ დისკრიმინაციისაგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრების სურვილზე ისაუბრა

„ერთმანეთს ვერ დავეხმარებით, თუ ერთმანეთის ხმას ვერ გავიგებთ.“ – ასე მიმართა პოპ ვარსკვლავმა ორგანიზატორებს და აუდიტორიას.
ფოტო: ფრეიზერ ჰარისონი/GLAAD


კრისტინა აგილერა LGBTQ თემისადმი მიძღვნილ მასშტაბურ დაჯილდოებაზე  GLAAD Media Awards-ზე სიტყვით გამოვიდა. ლოს ანჯელესში გამართულ ცერემონიაზე მომღერალს ორგანიზაციის მხარდამჭერის სპეციალური ჯილდო გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო ამ დრომდე არაერთ ცნობილ ადამიანს აქვს მიღებული, მათ შორის მადონას და ბილ კლინტონს.

ვარსკვლავს ჯილდო მაიკლ ანდერსონმა გადასცა, რომელიც კოლორადოში Club Q-ში მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ გადარჩენილი დაზარალებულია. აგილერამ დაჯილდოების ორგანიზატორებს და ანდერსონს მადლობა გადაუხადა:  „არ იცით, ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს“ – აღნიშნა პოპ ვარსკვლავმა.

მიმართვაში აგილერამ LGBTQ თემთან თავის დიდი ხნის ურთიერთობაზე ისაუბრა. „ვინც ვარ და რასაც ვაკეთებ, ეს თქვენი დამსახურებაა. იმ გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც თანასწორობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას უკავშირდება.“ – აღნიშნა აგილერამ.

პოპ ვარსკვლავმა ქვიარ თემი გამუდმებული თავდასხმის მოგერიებისათვის შეაქო. „მოხიბლული ვარ თქვენი სიმამაცით. როდესაც ძალადობის და ტრავმების მსხვერპლი ხდები, წარმოუდგენლად რთულია, ხმა აიმაღლო და ამ ყველაფერს დაუპირისპირდე. მე ვიზრდებოდი ოჯახური ძალადობის პირობებში და დედაჩემს უფლებადაკარგულ პოზიციაში ვხედავდი. პირველად ჩემში ცეცხლი სწორედ ამან აანთო და სურვილი გამიღვიძა, რომ მესაუბრა ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისი ხმაც არ ისმოდა.“ – თქვა ქრისტინა აგილერამ.

მიმართვის ბოლოს LGBTQ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ თანასწორობისათვის ბრძოლა არასდროს შეწყვიტონ. „ჩვენ ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ თუ გვსურს, რომ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან თავისუფალ სამყაროში ვიცხოვროთ. ჩემი უდიდესი მიზანია, საკუთარი პლატფორმა სხვების ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისათვის გამოვიყენო. მადლობას ვუხდი GLAAD-ს ამ ჯილდოსათვის და იმისათვის, რასაც აკეთებთ, რომ LGBTQ თემის ხმა ისმოდეს. ერთმანეთს ვერ დავეხმარებით, თუ ერთმანეთის ხმას ვერ გავიგებთ.“ – მიმართა ორგანიზატორებს და აუდიტორიას პოპ ვარსკვლავმა.

კრისტინა აგილერასთან ერთად GLAAD Media Awards-ზე კიდევ სხვა ვარსკვლავებიც დააჯილდოვეს. თემის მხარდაჭერისათვის ჯილდო გადაეცა  Bad Bunny-ის. ასევე დაჯილდოვდა ბროდვეის ვარსკვლავი ჯერემი პოუპი, რომელსაც სტივენ კოლზაკის სახელობის სპეციალური ჯილდო მედიაში ქვიარ თემის რეპრეზენტაციისათვის გადაეცა. 

ნახეთ კრისტინა აგილერას სიტყვა, რომლითაც ვარსკვლავმა GLAAD Media Awards-ის ცერემონიაზე აუდიტორიას მიმართა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams - ვიდეო-კლიპი SLEEP ON ME

კორტნი ლავმა Creams-ის სიმღერა – Sleep On Me გააზიარა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსმა ფილმში The Little Mermaid პრინცის როლის შესრულებაზე უარი თქვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი