ანანო სიხარულიძემ მუსიკალური ჩანაწერი სახელწოდებით Bussin’ წარადგინა

მუსიკალური ნაწარმოების ვიზუალური გაფორმება არტისტის მიერ 2019 წელს, საფრანგეთში, პარიზში გადაღებული ვიდეოა.


ანანო სიხარულიძეს მსმენელი  Svansikh-დან კარგად იცნობს. ამჯერად არტისტმა თავისი დამოუკიდებელი ნამუშევარი, მუსიკალური ჩანაწერი სახელწოდებით Bussin’ გამოაქვეყნა. როგორც ანანო „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს ჩანაწერი არქიტექტორ ნიკოლოზ ლეკვეიშვილის პროექტით იყო ინსპირირებული. 

 ანანო სიხარულიძე, მუსიკოსი: „ნიკოლოზ ლეკვეიშვილი ჩემი მეგობარია და ამავდროულად მასთან შემოქმედებითი თანამშრომლობა მაკავშირებს. როდესაც Svansikh-ის გარეთ ვმუშაობ, საუნდ დიზაინს ვაკეთებ. ნიკოლოს ლეკვეიშვილი თავის არქიტექტურულ ნამუშევრებს ანიმაციის სახეს აძლევს ხოლმე, მე კი მათ მუსიკალურად ვაფორმებ. ჩვენი თანამშრომლობით შექმნილი პროექტი მილანის Design Week-ზე გვქონდა გატანილი. ნიკოლოზს მუქი ფერები უყვარს, თუმცა როდესაც ბოლო პროექტის შესახებ მომიყვა, აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ ნათელი და განსხვავებული იყო. მისი მუსიკალურად გაფორმებისას, გადავწყვიტე საუნდის ჩარჩოებიდან გამოვსულიყავი და კომპოზიცია შემექმნა. ასე გაჩნდა მუსიკალური ჩანაწერი, რომელიც ახლახან გავაზიარე.

მუსიკალური ნაწარმოების ვიზუალური გაფორმება არტისტის მიერ 2019 წელს, საფრანგეთში, პარიზში  გადაღებული ვიდეოა. ამ პერიოდში არტისტი სახელოვნებო რეზიდენციაში, სახელწოდებით Cité internationale des arts-ში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გააკეთა პროექტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქების საუნდტრეკებს აერთიანებს. 

ანანოს მუსიკალური შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი Svansikh-ს უკავშირდება. Svansikh-ის წევრები – ანანო სიხარულიძე  და ბაჩო სვანიძე არიან. 

Svansikh ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ ხანდახან მწყინს, როცა მუსიკალურ პროექტად მოიხსენიებენ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თუნდაც მის გარეთ, საბოლოოდ მაინც ყველაფერი გარკვეული ფორმით Svansikh-ს უკავშირდება. Მე და ბაჩო მრავალი წელია ერთად ვქმნით მუსიკას, ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის, რაც უდიდესი კომფორტია. ჯერ-ჯერობით აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაცია არ გვაქვს და თითქოს ხშირად არ ვჩანვართ, თუმცა, ჩვენი შემოქმედებითი პროცესი უწყვეტად გრძელდება. გამოვუტყდები თქვენს მკითხველს, რომ ვამზადებთ ერთ სიმღერას და ვაპირებთ მსმენელს გავუზიაროთ. გვინდა, რომ ეს ტრეკი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარვადგინოთ. მეც და ბაჩოც იმდენად პერფექციონისტები ვართ, რომ არ ვიცით, საბოლოოდ ეს ვიდეო რამდენად დააკმაყოფილებს ჩვენ ხედვებს, ამიტომაც ახლა სწორედ ვიდეოს გადაღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ“ – ანანო სიხარულიძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The National - ფოტო: Josh Goleman

The National-ის და ფიბი ბრიჯერსის ახალი ვიდეო კლიპი – Your Mind Is Not Your Friend

შემდეგი სტატია

სოლანჟ ნოულზი და ბიონსე Met Gala-ს ღონისძიებაზე, 2016 წლის 2 მაისი, ნიუ იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

ბიონსეს და სოლანჟის მამა – მეთიუ ნოულსი შვილების ბავშვობის  ფოტოს აქვეყნებს: „ჩვენს შვილებს მხარი უნდა დავუჭიროთ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი