Metallica ახალ ალბომში შემავალ ყველა სიმღერას ამერიკული ჟესტური ენის ვიდეო ინტერპრეტაციით გამოუშვებს

ამ დროისათვის ბენდმა უკვე სამი სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა.
ფოტო: ტიმ საკენტი

15 აპრილს ამერიკაში ჟესტური ენის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ თარიღს Metallica გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალ ალბომში შემავალ ყველა სიმღერას ამერიკული ჟესტური ენის ვიდეო ინტერპრეტაციით გამოუშვებს. სპეციალური განცხადების სახით, ჯგუფმა ალბომში –  72 Seasons-ში შემავალი ამავე სახელწოდების ტრეკის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც  ამერიკული ჟესტური ენით ინტერპრეტაციის კადრები გასდევს. პროექტის ფარგლებში ბენდმა ამერიკული ჟესტური ენის თარჯიმანთან,  ემბერ გალოუეისთან ითანამშრომლა. გალოუეი შეერთებულ შტატებში ფესტივალების ერთ-ერთ საუკეთესო თარჯიმნად მიიჩნევა. 

ერთ-ერთ ვიდეო განცხადებაში ტომ ოსბორნმა, რომელიც საკუთარ თავს Metallica-ს ყრუ ფანად მოიხსენიებს, პროექტის მნიშვნელობა ახსნა – „ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ 25 აპრილს Metallica ახალი ალბომის – 72 Seasons-ის ყველა ტრეკს ჟესტური ენის ინტერპრეტაციით გამოუშვებს“ . 

ნახეთ Metallica-ს  ახალი ალბომის გამოცემის ფარგლებში გამოქვეყნებული ვიდეოები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკი ხელოვნური ინტელექტის მიერ თავისი ხმის იმიტაცით შესრულებულ სიმღერას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

კეისი მასგრეივზი 2019 წლის Met Gala-ს საღამოზე. მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი, 6 მაისი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

მუსიკოსები ბარბის ჩაცმულობით

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი