მუსიკოსები ბარბის ჩაცმულობით

ბარბი დიდი ხნის განმავლობაში პოპ კულტურის შთაგონება იყო. 1959 წლიდან პირველმა ბარბი თოჯინამ სათამაშოების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა.
კეისი მასგრეივზი 2019 წლის Met Gala-ს საღამოზე. მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი, 6 მაისი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი
კეისი მასგრეივზი 2019 წლის Met Gala-ს საღამოზე. მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი, 6 მაისი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

ბარბი დიდი ხნის განმავლობაში პოპ კულტურის შთაგონება იყო. 1959 წლიდან პირველმა ბარბი თოჯინამ სათამაშოების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა და თითქმის ყველა სფეროში მუსიკაში, ტელევიზიასა თუ ფილმებში ადგილი დაიმკვიდრა. ბარბის ქერა თმა და მოდის საოცარი შეგრძნება გართობის ინდუსტრიაში მუდმივად აქტუალური რჩება.

2023 წლის 21 ივლისს კინოთეატრებში გრეტა გერვიგის რეჟისორობით ფილმი Barbie გამოვა. მთავარ, საკულტო ბარბის როლს მარგო რობი ასრულებს, კენის როლს კი რაიან გოსლინგი განასახიერებს. ოფიციალური სინოფსისი თანახმად ფილმი ტიტულოვანი თოჯინას ზღაპარს გვიყვება, რომელიც ბედნიერებას ეძებს – „მას შემდეგ, რაც ის ბარბის სამყაროდან არასრულყოფილების გამო გააძევეს“.

ბარბის ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით Billboard-მა მუსიკოსთა სია შეადგინა, რომლებიც ბარბის ჩაცმულობით იწონებდნენ თავს. 

იხილეთ ფოტო გალერეა:

ნიკი მინაჟი 

ნიკი მინაჟი ბარბის დიდი გულშემატკივარია. მან საკულტო თოჯინას  მუსიკალური ვიდეო-კლიპიც კი მიუძღვნა – Barbie Tingz

ნიკი მინაჟი

ემი პოლერი და ბრიტნი სპირსი

2002 წელს Inside Barbie’s Dreamhouse-ში ემი პოლერი ბრიტნი სპირსთან ერთად ბარბის როლში გამოჩნდა.

ფოტო: მერი ელენ მეთიუსი

დოლი პარტონი

2008 წლის სიმღერის Backwoods Barbie-ის ქავერ ფოტოში დოლი ლეოპარდის პრინტის მინი კაბაში და ვარდისფერი შიფონის მოსაცმელშია გამოწყობილი.

Trixie Mattel 

დრაგ სუპერვარსკვლავი Trixie Mattel  არამხოლოდ ბარბის კოლექციონერია, არამედ თოჯინას თავისი გარეგნობის შთაგონებადაც იყენებს.

ფოტო: ალბერტ სანჩესი

პარის ჰილტონი

პარიზ ჰილტონი 2014 წელს ჯერემი სკოტის და Moschino-ს წვეულებაზე ბარბის სამოსში იყო გამოწყობილი.

ფოტო: ვენტურელი

კეისი მასგრეივზი

კეისი მასგრეივზი 2019 წელს Met Gala-ს საღამოზე 

ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

რიტა ორა

2014 წელს რიტა ორა ბარბით შთაგონებული სამოსით და ვარდისფერი დიადემით Death Of A Geisha-ს საღამოზე იყო წარმოდგენილი.

ფოტო: დევიდ მ. ბენეტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Metallica ახალ ალბომში შემავალ ყველა სიმღერას ამერიკული ჟესტური ენის ვიდეო ინტერპრეტაციით გამოუშვებს

შემდეგი სტატია

BOUQUET KYIV STAGE-ის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი სახელოვნებო ღონისძიებებს წარმოგიდგენთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი