Bob Sinclar –  საცეკვაო მუსიკის ცნობილი „დისკო გმირი“ 

„გრემის“ ნომინირებული ფრანგი პროდიუსერი, DJ და მუსიკოსი Bob Sinclar – თბილისში, MONOHALL-ის ორგანიზებით, ჰუალინგში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, 29 აპრილს მსმენელის წინაშე წარდგა.

ჰაუსის, ფანკის, ელექტრონული მუსიკის, ეკლექტიკური მიქსის და  კლასიკური სიმღერების შთაგონებით შექმნილი უამრავი ჰიტების ავტორი და საკლუბო სცენის ცნობილი არტისტი Bob Sinclar  29 აპრილს თბილისში მსმენელის წინაშე წარდგა.

ფრანგი DJ და პროდიუსერი კრისტოფ ლე ფრიანი, Bob Sinclar-ის სასცენო სახელითაა ცნობილი. 

არტისტი 18 წლის ასაკიდან აქტიურად ჩაება მუსიკალურ საქმიანობაში და 1990-იან წლებში დიჯეის და პროდიუსერს საფრანგეთში უკვე ყველა იცნობდა. 1997 წელს Bob Sinclar-მა პირველი სინგლი  Gym Tonic გამოუშვა, რომელიც საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჰიტად იქცა.

2000 წელს ალბომ Champs Elysées-ის გამოშვებით, რომელშიც სინგლი I Feel For You შედის, Bob Sinclar მსოფლიო საცეკვაო მოედნების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად იქცა და მისი მომდევნო ალბომებიც III და Western Dream წარმატებულ კომერციულ პროექტად დასახელდა.

Bob Sinclar-მა ისეთი არტისტებისთვის როგორებიც არიან: რიანა, მადონა, ჯეიმზ ბრაუნი, Jamiroquai, Moby არაერთი ოფიციალური რემიქსი შექმნა.

ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში Bob Sinclar-მა  მრავალი აღიარება და ჯილდო მოიპოვა, მათ შორის 2007 წელს „მსოფლიო მუსიკის ჯილდო“ „საუკეთესო გაყიდვადი ფრანგი შემსრულებლისთვის“. იგი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ლეიბლებთან როგორიც არის: Defected Records და Spinnin’ Records და დღემდე მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან დიჯეიდ რჩება.

თბილისში სტუმრობის პერიოდში მუსიკოსს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის Met Gala-ზე რიანა საპატარძლო კოსტიუმით მივიდა

შემდეგი სტატია

კელი კლარკსონის შოუს მიმდინარეობისას, ჯეიკ ჯილენჰოლმა და წამყვანმა The Killers-ის Mr. Brightside ერთად შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტი Nitepunk ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

მუსიკოსი შეერთებულ შტატებში 2015 წელს გადავიდა და ამჟამად მსოფლიო Dance Music სცენის ამომავალ ვარსკვლავებს შორისაა.
მეტი

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

Starring Georgia-ს ფარგლებში „სოციალური სივრცის“ სცენა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფესტივალს, All Day I Dream-ს დაეთმობა.
მეტი