ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური ვიდეო –  Satellite გამოუშვა

სიმღერა მომღერლის მეოთხე სინგლია, 2022 წლის ალბომიდან – Harry’s House.

„ჰიუსტონ ჩვენ აქ ვართ და ჰარი სტაილსის ახალი მუსიკალური ვიდეო გვაქვს“. – წერს ბილბორდის ამერიკული გამოცემა ჰარის ახალი კლიპის შესახებ.

 29 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ოთხშაბათს სამ მაისს, სიმღერისთვის Satellite საინტერესო ვიდეო-კლიპი გამოსცა.

ჰარი სტაილისის რეჟისორობით და ობე პერისთან თანამშრომლობით შექმნილი კლიპის ვიზუალი, ანიმაციური ფილმის Wall-E-ის ინსპირაციაა.  მტვერსასრუტ-რობოტი, ვიდეო-კლიპში კონცერტის დროს სცენაზე აღმოჩნდება, თუმცა  მას ტერიტორიიდან   დაცვის თანამშრომელი გააძევებს.

თავგადასავლების ძიებაში რობოტი მოგზაურობას იწყებს და ფინალურ სცენარში ჰარი სტაილთან ერთად ვარსკვლავებს უცქერს.

ჰარი სტაილსმა ვიდეო-კლიპის გამოსვლა ორი დღის წინ დააანონსა.  Satellite 2022 წლის ალბომის Harry’s House-ის მეოთხე სინგლია, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი სიმღერების –  As It Was, Late Night Talking და Music For a Sushi Restaurant-ის შემდეგ გამოვა. 

პოპ-ვარსკვლავი ამჟამად ტურნეში სახელწოდებით love on tour-ში იმყოფება, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. 

ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ვიდეო-კლიპი Satellite:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Four Tet, Fred again…და ბრაიან ინო ერთობლივ ალბომს გამოსცემენ

შემდეგი სტატია

ჯონ ბონ ჯოვი 2023 წლის 1 მაისი, ფლორიდა. ფოტო: ემა მაკინტაირი

ჯონ ბონ ჯოვი ფიქრობს, რომ  „ასაკს მნიშვნელობა არ აქვს“, როცა საქმე შვილის – ჯეიკის და მილი ბობი ბრაუნის ნიშნობას ეხება

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი