„აფრო-ამერიკული მუსიკის ეროვნული მუზეუმი“ მისი ელოტისა და Atlantic Records-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

ღონისძიება 2 ივნისს გაიმართება.
ფოტო: დერეკ ბლენკსი

ჰიპ-ჰოპ მუსიკის ვარსკვლავს, მისი ელოტს და Atlantic Records-ს  „აფრო-ამერიკული მუსიკის ეროვნული მუზეუმი“ სპეციალურ ღონისძიებას უძღვნის. ღონისძიება 2 ივნისს, ნეშვილში მდებარე მუზეუმში გაიმართება. 

მუზეუმის საპატიო მუსიკოსების სიაში უკვე ვხვდებით ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან ლიონელ რიჩი, ჩაკა ხანი, ქუინსი ჯოუნსი, სმოუქი რობინსონი და ნეშვილში მდებარე „ფისკის უნივერსიტეტის“ ვოკალური გუნდი – Fisk Jubilee Singers.

ახლახან ელიოტი პირველ ჰიპ-ჰოპ არტისტ ქალად დასახელდა, რომელსაც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გაუხსნიან ვარსკვლავს. 2019 წელს იგი გახდა ასევე ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი პირველი ქალი არტისტი და სიმღერების ავტორი, რომელიც „სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში“ წარადგინეს. 

რაც შეეხება Atlantic Records-ს შეერთებული შტატების ცნობილი ხმისჩამწერი კომპანია 1947 წელს დაარსდა. დაფუძნებიდან პირველი ორი დეკადის განმავლობაში კომპანიამ დიდი გავლენა და რეპუტაცია მოიპოვა. მის პლატფორმაზე შეიქმნა ჯაზის, R&B-ისა და სოულის ჟანრის არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი. Atlantic Records თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან არეთა ფრანკლინი, რეი ჩარლზი, უილსონ პიკეტი და სხვა მნიშვნელოვანი მუსიკოსები. 1967 წელს, ხმისჩამწერი კომპანია Warner Bros.-მა შეიძინა. 

„აფრო-ამერიკული მუსიკის ეროვნული მუზეუმი“ არის ის სივრცე, რომელიც მუსიკაზე აფრო-ამერიკული ტყეკულტურის გავლენას წარმოაჩენს. მუზეუმი 2021 წელს გაიხსნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tamada-ს ევროპული ტურნე და ახალი ეტაპი შემოქმედებაში

შემდეგი სტატია

ბიონსემ დედის დღე დედას ბრიუსელის კონცერტიდან მიულოცა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი