ჰეილი ბიბერი ამბობს, რომ შვილის გაჩენის ეშინია

„ამაზე სულ ვტირი” – აღნიშნავს მოდელი.
ჯასტინ და ჰეილი ბიბერები 2022 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Kevin Mazur/Getty Images for The Recording Academy

ჰეილი ბიბერი შვილის ყოლაზე საუბრობს.

„ამაზე სულ ვტირი,” – უთხრა 26 წლის მოდელმა The Sunday Times-ს. Ძალიან მინდა, შვილები მყავდეს, მაგრამ მეშინია. ისიც საკმარისია, რასაც ხალხი ჩემზე და ჩემს ქმარზე ლაპარაკობს. ვერ წარმომიდგენია, რომ მათ საბაბი მივცე, ასეთი რაღაცები ბავშვზეც თქვან. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მაქსიმალურად კარგად აღვზარდოთ ისინი, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.” 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჰეილი ამ თემაზე საუბრობს. შარშან მოდელი ამბობდა, რომ ქორწინება და ოჯახის დაგეგმვა საკმაოდ რთული საქმეა. 

„ჯასტინი ის ადამიანია, რომელთანაც ყოველთვის მიმეჩქარება. შეიძლება სადმე გავფრინდე, ან საქმეზე წავიდე, მაგრამ ერთი სული მაქვს, უკან როდის დავბრუნდები. Მე მგონია, რომ ეს იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც ორივე მხარემ ჩავდეთ. დღის ბოლოს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, თუმცა ამის მიღწევას დიდი სამუშაო სჭირდება. და ვიცი, რომ როცა ამ სურათს ბავშვები დაემატებიან, ამას უკვე სულ სხვა შრომა დასჭირდება.”

შვილების შესახებ აქამდე ჯასტინ ბიბერსაც უსაუბრია. 2020 წელს ელენ დეჯენერესთან სტუმრობისას მომღერალმა თქვა, რომ იმდენ შვილს იყოლიებს, რამდენსაც ჰეილი გააჩენს. „მე ვისურვებდი, რომ ჩემი პატარა ტომი მყავდეს. მაგრამ ეს მისი სხეულია და როგორც ის გადაწყვეტს… მგონი, მას ცოტა უნდა.”

ჯასტინ ბიბერი აქტიურად აღარ ჩანს მას შემდეგ, რაც გაამხილა, რომ რამსეი-ჰანტის სინდრომი აქვს, რაც მისი სახის ნაწილობრივ პარალიზებას იწვევს. დიაგნოზის გამო მომღერალს ტურნეს გაუქმებაც მოუწია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინო ქათამაძე Insight-თან ერთად ამერიკის და კანადის საკონცერტო ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

Moby - ფოტო: ლინდსი ჰიქსი

Moby პოპულარულ ჰიტებს ორკესტრთან ერთად შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი