ბობ დილანზე გადაღებულ ფილმში A Complete Unknown პიტ სიგერის როლს Ბენედიქტ კამბერბეჩი შეასრულებს. ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა ჯეიმს მანგოლდმა კანის ფესტივალზე მისი ბოლო ფილმის Indiana Jones and the Dial of Destiny ჩვენების შემდეგ განაცხადა.
ამერიკელმა ფოლკ მომღერალმა Პიტ სიგერმა, რომელიც 2014 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1960-იან წლებში დილანის ადრეულ მუსიკალურ კარიერაში. სწორედ იგი დაეხმარა დილანს ხმის ჩამწერ ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმებაში. ასევე Newport Folk Festival-ზე შესასრულებლად იწვევდა მას.
თავად ბობ დილანს ფილმში ტიმოთი შალამე განასახიერებს. ფილმში ასევე მონიკა ბარბარო და ელ ფანინგი მონაწილეობენ. გადაღებები აგვისტოში დაიწყება.
პროექტი ელაიჯა უოლდის წიგნს Dylan Goes Electric და ჯეი კოქსის მიერ დაწერილ სცენარს ეფუძნება. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ფილმში შალამე თავადვე იმღერებს.
„ეს საოცარი პერიოდია ამერიკის კულტურაში,” – თქვა მანგოლდმა, როცა ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა დილანის შესახებ ფილმის გადაღება. „ამბავი ახალგაზრდა, 19 წლის ბობ დილანისა, რომელიც ნიუ-იორკში 2 დოლარით ჩამოვიდა და სამ წელიწადში მსოფლიოს სენსაცია გახდა. ეს საოცრად საინტერესო ნამდვილი ამბავია და ამერიკული სცენის ძალიან საინტერესო ეტაპს ეხება.”