სემ სმითმა მადონასთან თანამშრომლობა დააანონსა

მომღერალს ახალი სიმღერის გამოსვლის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
სემ სმითი და მადონა
Kristy Sparow/Getty Images; Kevin Mazur/Getty Images for dcp

სემ სმითმა ფანები ახალი თიზერით გააოცა, რომელშიც, არც მეტი, არც ნაკლები, მადონასთან თანამშრომლობას აანონსებს. 

ვიდეოში, რომელიც სმითმა სოციალურ ქსელში დადო, შავ ეკრანზე ეწერება: „სემი და მადონა”. თავიანთ სახელებს კი თავად მუსიკოსები ახმოვანებენ.

Სმითს დუეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ამის გარეშეც ფანები და მეგობრები ამბობენ, რომ ეს ნამდვილად საკულტო თანამშრომლობა იქნება.

სემ სმითმა თავისი ბოლო ალბომი Gloria იანვარში გამოუშვა. მადონა კი დაგეგმილი ტურნესთვის ემზადება, რომელიც 15 ივლისს ვანკუვერში დაიწყება და მომღერლის შარშან გამოცემულ ალბომს Finally Enough Love: 50 Number Ones ეძღვნება. ალბომი შედგება იმ რეკორდული 50 სიმღერისგან, რომლებიც სხვადასხვა დროს ბილბორდის Dance Club Songs ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა. Პირველ ადგილზე გასული სიმღერების ეს რაოდენობა ბილბორდის ჩარტების რეკორდია. 

Ნახეთ სემ სმითისა და მადონას ვიდეო 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტინა ტერნერის 15 საუკეთესო სიმღერა

შემდეგი სტატია

Leno Stage-მა 4GB ფესტივალის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე ათი ქართული ბენდი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი