ამერიკულმა როკ ბენდმა სახელწოდებით Hollywood Vampires შეერთებულ შტატებში დაანონსებული შოუები გადადო. მიზეზი ბენდის წევრის, ჯონი დეპის ფეხის ტრავმაა.
Hollywood Vampires-ის წევრები არიან ჯონი დეპი, ალის კუპერი, ჯო პერი და ტომი ჰენრიქსენი. მუსიკალურმა კოლექტივმა კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია მსმენელს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით აუწყა და მიზეზი განუმარტა. ბენდმა თაყვანისმცემლებს მუსიკალური შოუების ახალი თარიღებიც გააცნო.
„ჯონიმ ტერფზე მტკივნეული ტრავმა მიიღო და ექიმმა მოგზაურობისაგან თავის შეკავება ურჩია.“ – წერია Hollywood Vampires-ის ინსტაგრამის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ახალი განრიგის მიხედვით, ბოსტონში, მანჩესტერსა და ბეთელში დაგეგმილი კონცერტები 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება.
Hollywood Vampires საკონცერტო ტურნეს ივნისში იწყებს. Პირბველი კოცნერტი ბუქარესტში გაიმართება. ამის შემდეგ კი შოუები ევროპის და ამერიკის მასშტაბით ჩატარდება.
ტრავმის შესახებ ინფორმაცია თავად ჯონი დეპმაც გამოაქვეყნა. როგორც არტისტმა ინსტაგრამის ისტორიაში გააზიარა, სამედიცინო სპეციალისტებმა ფიზიკური აქტივობისაგან თავის შეკავების რეკომენდაცია მისცეს.
ნახეთ Hollywood Vampires-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი: