3 ივნისს „რესპუბლიკაში” ცნობილი გერმანული ჯგუფის, De-Phazz-ის კონცერტი გაიმართა. ჯგუფი თბილისს Farewell ტურის ფარგლებში მართავს. De-Phazz-ის დისკოგრაფია და მუსიკალური ნამუშევრები მსმენელის ყურადღებას მრავალფეროვანი ჟღერადობით იპყრობს. ბლუზი, ჯაზი, სოული, სვინგი, აფრიკული და ლათინო-ამერიკული რიტმი, გერმანული შლაგერი – ეს ის ჟანრობრივი ელემენტებია, რომლებსაც ჯგუფის კომპოზიციებში ვხვდებით.
De-Phazz ქართველი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარდგა და არაერთი ნაცნობი ჰიტი შეასრულა.
De-Phazz 1997 წელს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში ჩამოყალიბდა და დღემდე ის გერმანული მუსიკალური სცენის იმ გამორჩეულ პროექტად მიიჩნევა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გლობალური ინდუსტრიის ნაწილად იქცა. De-Phazz-მა ამ დროისათვის ბოლო ალბომი სახელწოდებით Jelly Banquet 2022 წელს, ჯგუფის 25 წლის იუბილეზე გამოსცა.
მოუსმინეთ De-Phazz-ის სიმღერას სახელწოდებით True North