ბრუნო მარსი საქართველოში კონცერტს გამართავს

მომღერალი 1-ელ ოქტომბერს „დინამო არენაზე” Starring Georgia-ს ფარგლებში იმღერებს.
Black Sea Arena

1-ელ ოქტომბერს საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. მუსიკოსი კონცერტს დინამო არენაზე Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. 

ბრუნო მარსი თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია. ბილბორდის „ცხელ ასეულში” მისი 32 სიმღერაა შესული, რომელთაგან 18 ტოპ ათეულში მოხვდა. მუსიკოსის 8 სიმღერა კი სხვადასხვა დროს ჩარტის ლიდერი გახდა. Მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი დროით ლიდერობდა მარკ რონსონთან ერთად შესრულებული ჰიტი Uptown Funk, რომელმაც  „ცხელი ასეულის” პირველ ადგილზე 14 კვირა გაატარა. 2016 წელს ამ კომპოზიციისთვის ბრუნო მარსმა 2 გრემი მოიპოვა – წლის ჩანაწერისა და საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის ნომინაციებში.

ბრუნო მარსი ჯამში 15 გრემის მფლობელია და 31-ჯერ არის წარდგენილი დაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციაში. 

Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ორწლიანი კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ისეთი არტისტები ეწვევიან, როგორებიც არიან Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, Damian Lazarus და All Day I Dream. კონცერტები Black Sea Arena-ზე, შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე გაიმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Civilised Pills – კულტურული აბები ავთანდილ გოგეშვილის ახალ პოდკასტში

შემდეგი სტატია

Kiosk Ruleta-ს ექსპერიმენტული კონცერტი „ჰარაკში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი