ნიკი მინაჟი და Ice Spice Barbie World–ის გამოშვების თარიღს ასახელებენ

Სიმღერის ახალ ვერსიაში Aqua-ც მონაწილეობს.
ნიკი მინაჟი და Ice Spice – Princess Diana

ცნობილი Barbie World-ის ახალი ვერსია სულ მალე გამოვა. ნიკი მინაჟმა და Ice Spice-მა სიმღერის გამოშვების თარიღი დააანონსეს და ეს 23 ივნისია. ამის შესახებ ნიკი მინაჟმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც სიმღერის კრედიტებშია მითითებული, მასში მონაწილეობას Aqua-ც მიიღებს. 

ნიკი მინაჟისა და Ice Spice-ის დუეტმა მანამდე Princess Diana გამოსცა, რომელიც ბილბორდის რეპ სიმღერების ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა, „ცხელი ასეულის” ჩარტში კი – მეოთხეზე. 

ფილმი „ბარბი”, რომლის რეჟისორიც გრეტა გერვიგია, კინოეკრანებზე 21 ივლისს გამოვა. ამ დღეს გამოვა ასევე ფილმის ვარსკვლავური საუნდტრეკიც. 

ამ კვირაში მინაჟმა ასევე გაამხილა, რომ  ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი ალბომი 20 ოქტომბერს გამოვა.

ნახეთ ნიკი მინაჟის პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sex and the City 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

როგორ იყენებს მუსიკას „დისნეი” საკულტო ატრაქციონის ახალი კონცეფციისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი