Doja Cat-მა ახალი სინგლი  Attention და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

ვარსკვლავმა ახალი სინგლი ერთი კვირის წინ ტვიტერის მეშვეობით დააანონსა.
ფოტო: FilmMagic


Doja Cat ახალი სინგლით დაბრუნდა. 16 ივნისს არტისტმა ტრეკი სახელწოდებით Attention გამოუშვა. Doja Cat-მა სინგლი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარადგინა. 

ვარსკვლავმა ახალი სინგლი ერთი კვირის წინ ტვიტერის მეშვეობით დააანონსა და მსმენელებს გამოქვეყნების თარიღიც აუწყა. არტისტმა საანონსე პოსტს სინგლის ე.წ ქავერ  არტიც დაურთო. 

ამჟამად Doja Cat-ის მსმენელი მომღერლის სრული ალბომის გამოცემის მოლოდინშია. არტისტს ალბომის სათაური და გამოცემის თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებია. ბოლო მუსიკალური პროექტი, რომელიც Doja Cat-მა წარადგინა, იყო 2021 წლის LP სახელწოდებით Planet Her, რომელიც Billboard 200-ის ალბომების ჩარტებში მეორე ადგილს იკავებდა. 

მოუსმინეთ Doja Cat-ის ახალ სიმღერას – Attention და ნახეთ მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

LOUDspeakers-ის სიმღერას –  In This World პლატფორმა Youtube-ზე მილიონი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

Snoop Dogg-მა კომპოზიტორთა დიდების დარბაზში შესვლა 2024 წლამდე გადადო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი