პოლ მაკარტნის თქმით Beatles – ფინალური სიმღერის შესაქმნელად AI-ს ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

უსახელო სიმღერა წლის ბოლოს გამოვა
პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი - ფოტო: ბეტმანი
პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი – ფოტო: ბეტმანი

პოლ მაკარტნის თქმით, The Beatles-ის ჩამოყალიბებიდან სამოცი წლის შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მალე ბენდის უკანასკნელი სიმღერა გამოვა. BBC Radio 4-თან საუბრისას, სერ პოლ მაკარტნიმ თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯონ ლენონის ხმას, ძველი დემო ვერსიიდან იღებს, რათა ჯერჯერობით უსათაურო სიმღერა საბოლოოდ დაასრულოს.  

„სიმღერა ახლახან დავასრულეთ და ის წელს გამოვა.“ – თქვა პოლ მაკარტნიმ. BBC-ის ვარაუდით საუბარია 1978 წელს ლენონის კომპოზიცია Now and Then-ის შესახებ. სინგლი 1995 წელს ერთგვარ „დაბრუნების სიმღერად“ მოიაზრებოდა, რომელიც ორი სიმღერის დემო ვერსიას აერთიანებს, ეს არის სიმღერები Free As a Bird და Real Love.

გავრცელებული ინფორმაციით პოლ მაკარტნიმ სიმღერის დემო ვერსია ლენონის ქვრივის, იოკო ონოსგან 1994 წელს მიიღო. ეს ერთ-ერთი სიმღერაა იმ კასეტაში, რომლის სახელწოდებაცაა For Paul. ლენონმა ეს კასეტა 1980 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა. 

BBC-ის თქმით ლენონს სიმღერები ნიუ-იორკის ბინაში, ფორტეპიანოს აკომპანემენტით ჰქონდა ჩაწერილი. მოგვიანებით პოლ მაკარტნიმ თქვა, რომ გიტარისტმა და მომღერალმა ჯორჯ ჰარისონმა სიმღერა Now and Then-ზე მუშაობაზე უარი თქვა, რადგან ლენონის ხმის ჩანაწერი უხარისხო იყო. ასევე, ორიგინალ ვერსიასთან  ტექნიკური პრობლემები იყო, რადგან ბინაში ჩაწერილ სიმღერაში ფონური ხმა შემოდიოდა. დემოს ახალი ვერსია bootleg CD-ზე 2009 წელს გამოჩნდა, რომელსაც ფონური ხმა დახშული ჰქონდა.

2012 წელს გამოცემული BBC-ის დოკუმენტურ ფილმში მაკარტნი ამბობს: „ეს ადამიანი ისევ აქ არის, სადღაც ჩვენთან. ჯეფთან დაკავშირებას ვაპირებ და ერთ დღესაც ამას სისრულეში მოვიყვანთ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არავინ იცოდა გამოვიდოდა თუ არა ეს სიმღერა, BBC იტყობინებოდა, რომ ტექნიკური მიღწევების გამოყენებით პიტერ ჯექსონის დოკუმენტური სერიალის გადაღებისას Get Back Beatles, Beatles-ის ხმების ამოცნობისთვის, გამოყენებული იყო კომპიუტერული პროგრამები, რამაც ფონური ხმაურისაგან ინსტრუმენტალი განაცალკევა. ამავე ტექნოლოგიის წყალობით პოლ მაკარტნის საშუალება მიეცა ბოლო ტურნეზე დუეტი ჯონ ლენონთან ერთად შეესრულებინა. 

„მან (ჯექსონმა) შეძლო ჯონის ხმის კასეტიდან ამოღება.“ – თქვა პოლ მაკარტნიმ Radio 4-თან საუბარში და განმარტა, თუ როგორ დაეხმარა დოკუმენტურ ფილმში გამოყენებული ტექნოლოგია „ახალ“ სიმღერაზე მუშაობისას.

 „ჩვენ გვქონდა ჯონის ხმა და ფორტეპიანო და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მათი განცალკევება. მისი წყალობით ჩვენ შევძელით ჯონის ხმა სუფთად ამოგვეღო, რომელსაც სხვა ჩანაწერი დავურთეთ, ეს გარკვეულ წილად თავისუფლებას გვაძლევდა.“ 

ამ დროისთვის Beatles ახალი სიმღერის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით პრესისთვის ცნობილი არ არის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

We Are the World-ის ახალ ვერსიაზე მუშაობა იწყება

შემდეგი სტატია

ლედი გაგა Pfizer-ის რეკლამაში მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი