ბრუკლინის საჯარო ბიბილიოთეკაში Jay-Z-ისადმი მიძღვნილი გამოფენა – The Book of HOV გაიხსნა

გამოფენა 14 ივლისს გაიხსნა და ის დამთვალიერებელს რეპერის ცხოვრებასა და შემოქმედებას წარუდგენს.
ფოტო: შერიფ ზიადატი

ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკამ რეპერ Jay-Z-ის ცხოვრებისა და  შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა. The Book of HOV – ასე ჰქვია გამოფენას. აღსანიშნავია, რომ ეს ფრაზა არტისტის ერთ-ერთი ტრეკის ტექსტიდან არის. 

გამოფენა აერთიანებს მუსიკოსის პირად და მის მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებულ ნივთებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ არის აუდიო ჩანაწერები, აქამდე უცნობი ფოტოები, სასცენო კოსტიუმები, ჯილდოები, ვიდეოები და ასე შემდეგ. 

„ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკა, მათ შორის ბრუკლინის ისტორიის ცენტრი, ბრუკლინის ისტორიის უდიდეს და ფასეულ ისტორიას ინახავს. Jay-Z კი სწორედ ამ ისტორიის ნაწილია.“ –  ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ლინდა ჯონსონმა Billboard-თან საუბრისას აღნიშნა. „ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს საშუალება პატივი მივაგოთ მის მუსიკას, პოეზიას და სიტყვებს. იმედი გვაქვს, რომ გამოფენა დამთვალიერებლებს შთააგონებს და საკუთარი ოცნებების ასრულებისაკენ უბიძგებს.“ 

გამოფენას თავად Jay-Z და ბიონსეც დაესწრნენ. ექსპოზიცია მოინახულეს რეპერის ცნობილმა კოლეგებმა და მეგობრებმაც. 

ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკაში მიმდინარე გამოფენა 14 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა და მის დათვალიერებას მსურველები უფასოდ შეძლებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Backstreet Boys 2018 წლის 13 ივლისი, ნიუ-იორკი. ფოტო: მაიკლ ლოჩისანო

Coldplay-მ  Backstreet Boys-ის სიმღერა  Everybody შეასრულა

შემდეგი სტატია

ნახეთ 2024 წლის გრემის დაჯილდოების სამი ახალი კატეგორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი