არიანა გრანდეს კლიპს – Into You პლატფორმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

არიანა გრანდემ Into You 2016 წელს გამოუშვა. სიმღერა შესულია პოპ ვარსკვლავის ამავე წლის ალბომში სახელწოდებით Dangerous Woman.
არიანა გრანდე – Into You


არიანა გრანდეს მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე Into You ვიდეოების გაზიარების პლატფორმა Youtube-ის ყველაზე რეიტინგული კლიპების რიგებს შეუერთდა. ვიდეოს ნახვების რაოდენობამ ერთ მილიარდს  გადააჭარბა.

არიანა გრანდემ  Into You 2016 წელს გამოუშვა. სიმღერა შესულია პოპ ვარსკვლავის ამავე წლის ალბომში სახელწოდებით Dangerous Woman. სიმღერა მალევე იქცა გრანდეს ერთ-ერთ ჰიტად.  იმავე წელს, გამოცემის შემდეგ კომპოზიცია  Billboard 100-ის ჩარტებში მე-13 ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მომღერალი საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა გავლენიანი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ორწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ

ნახეთ არიანა გრანდეს მუსიკალური ვიდეო –  Into You:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

will.i.am ბრიტნი სპირსთან ერთად ჩაწერილი სიმღერის გამოცემას აანონსებს

შემდეგი სტატია

კონცერტის შემდეგ ლიზო კარაოკეში რედიოჰედის Creep-ს ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი