will.i.am ბრიტნი სპირსთან ერთად ჩაწერილი სიმღერის გამოცემას აანონსებს

ტრეკი სახელწოდებით Mind Your Business 21 ივლისს გამოვა.
ფოტო: Getty Images


გრემის მფლობელმა მუსიკალურმა პროდიუსერმა will.i.am ბრიტნი სპირსთან მუსიკალურ თანამშრომლობას აანონსებს. არტისტები ერთობლივ ტრეკს, სახელწოდებით Mind Your Business 21 ივლისს გამოუშვებენ. „ჩემთვის დიდი პატივია ეს მუსიკალური ნამუშევარი… მადლობა @britneyspears… შენ ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი, ძლიერი და კეთილი ადამიანი ხარ, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. ყოველთვის მიყვარდა შენთან ერთად მუშაობა და მომავალშიც ასე იქნება.“ – ნათქვამია will.i.am-ის პოსტში, რომელიც მუსიკოსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ბრიტნი სპირსმა და will.i.am-მა 2016 წელსაც ითანამშრომლეს, როცა ჰიტი სახელწოდებით Scream & Shout გამოუშვეს. 

ახალი ტრეკის დაანონსებას წინ ბრიტნის მემუარების გამოცემის შესახებ სიახლე უძღოდა. მომღერლის მემუარები, რომელსაც აუდიტორია დიდხანს ელოდა უკვე დაიბეჭდა და მისი გამოცემის თარიღიც ცნობილია. გამომცემლობამ, სახელწოდებით  Simon & Schuster imprint Gallery Books განაცხადა, რომ ავტობიოგრაფიული წიგნის The Woman in Me მკითხველისათვის ხელმისაწვდომი  2023 წლის 24 ოქტომბრიდან იქნება.

ნახეთ პოსტი, რომლითაც will.i.am-მა  ბრტნი სპორსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციის გამოშვება დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თუფაქ შაკურის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მისი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

შემდეგი სტატია

არიანა გრანდეს კლიპს – Into You პლატფორმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი