კონცერტის შემდეგ ლიზო კარაოკეში რედიოჰედის Creep-ს ასრულებს

მომღერალმა უპასუხა კითხვას, რომელიც ყველას აინტერესებს: „რას აკეთებს ლიზო კონცერტების შემდეგ?”
ლიზო
Leon Bennett/Getty Images for BET

მსოფლიო ტურნეს დასასრულის მოახლოებასთან ერთად ლიზომ გულშემატკივარს გაუმხილა, თუ როგორია მისი განტვირთვა ათასობით ფანის წინაშე ჩატარებული კონცერტის შემდეგ.

მომღერალმა ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო და ვიდეო ატვირთა სათაურით: „რას აკეთებს ლიზო კონცერტების შემდეგ…” გამოქვეყნებულ ვიდეოში ლიზო კარაოკე ბარშია და რედიოჰედის Creep-ს ასრულებს. მის სიმღერას თან დამსწრე საზოგადოების ოვაციები ახლავს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლიზო რედიოჰედის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. ოქტომბერში Vanity Fair-თან ინტერვიუში ლიზომ გაამხილა, რომ სკოლის პერიოდში ჯგუფის ალბომის OK Computer-ის მიმართ სიყვარულს მალავდა, რადგან მისი მეგობრები უსმენდნენ იმას, რაც რადიოში გადიოდა და მას არ სურდა, რომ დაცინვის ობიექტი გამხდარიყო.

ლიზოს ამჟამინდელი ტურნე მის 2022 წლის ალბომს Special-ს ეძღვნება, რომელშიც შედის ჰიტები 2 Be Loved (Am I Ready) და გრემის მფლობელი About Damn Time, რომელიც ამავდროულად ბილბორდის „ცხელი ასეულის” ლიდერიც გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდეს კლიპს – Into You პლატფორმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

კელი როულენდის თქმით, ბიონსეს შვილის სქესის გაგების ცერემონიის ჩაშლა მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი