ბარაკ ობამამ 2023 წლის საზაფხულო სიმღერების ფლეილისტი გააზიარა

ფლეილისტში ვხვდებით ისეთ შემსრულებლებს როგორებიც არიან: SZA, Ice Spice, ნიკი მინაჟი, ლეონარდ კოენი და სხვები.
ფოტო: უინ მაკნეიმი/Getty Images

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთ-ერთი ის ცნობილი ადამიანია, რომელიც სოციალურ მედიაში მუსიკალურ რეკომენდაციებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად ობამამ საზაფხულო  სიმღერების ფლეილისტი გააზიარა. ფლეილისტი მოიცავს ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Ice Spice, ნიკი მინაჟი, SZA, ლეონარდ კოენი და სხვა ცნობილი არტისტები 

„ყოველი წლის მსგავსად, ამჯერადაც ვაზიარებ სიმღერებს, რომელსაც ამ ზაფხულის განმავლობაში ვუსმენ –  ეს არის ახალი და ძველი კომპოზიციების ნაზავი.“ – წერს ბარაკ ობამა ტვიტერზე. „მოუთმენლად ველოდები გავიგო, თუ რა გამომრჩა“.  

გაზიარებულ სიმღერებს შორის არის  SZA-ს Snooze, J Hus-ის და Drake-ის Who Told You, Ice Spice-ის და Nicki Minaj-ის Princess Diana. ობამას ფლეილისტმა ჟანრობრივად მრავალფეროვანია – ყოფილი პრეზიდენტის რჩეულ კომპოზიციებში მოხვდა ქანთრის შემსრულებელი ლუკ კომბსი და  ინდი როკის შემსრულებელი ფიბი ბრიჯერსი. რაც შეეხება კლასიკურ კომპოზიციებს, ბარაკ ობამას 2023 წლის საზაფხულო ფეილისტში ვხვდებით მარვინ გეის, სტივი უანდერს, ბობ დილანს, ოტის რედინგს და ელა ფიცჯერალდს.

როგორც ობამამ აღნიშნა, მან ბოლო წლების განმავლობაში სეზონური  სიმღერების ფლეილისტის გაზიარება ტრადიციად აქცია. მაგალითად, 2022 წლის ბოლოს, ბარაკ ობამას ფლეილისტში გაერთიანდა  კენდრიკ ლამარი, ბიონსე, ლიზო და გასული წლის ჰიტების სხვა ავტორები. 

ნახეთ ბარაკ ობამას 2023 წლის საზაფხულო ფლეილისტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay კრის მარტინი 2023 წლის 25 ივნისი, მილანი, იტალია. ფოტო: სერგიონე ინფოსო

Coldplay ტურნეს აგრძელებს 

შემდეგი სტატია

ჯეიმი ფოქსი ემოციურ ვიდეოში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს: „ეს იყო მოგზაურობა ჯოჯოხეთამდე და უკან”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი