ჯეიმი ფოქსი ემოციურ ვიდეოში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს: „ეს იყო მოგზაურობა ჯოჯოხეთამდე და უკან”

„ახლა ვბრუნდები და შემიძლია მუშაობა” – ამბობს მსახიობი ვიდეოში.
ჯეიმი ფოქსი
Richard Shotwell/Invision/AP/Shutterstock

ჯეიმი ფოქსი პირველად საუბრობს თავის ბოლოდროინდელ ჯანმრთელობის პრობლემაზე. 55 წლის მსახიობმა ინსტაგრამზე ჰოსპიტალიზაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ემოციური ვიდეო გააზიარა. ფოქსს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აპრილში დასჭირდა. 

„პირველ რიგში, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ლოცულობდა და მესიჯებს მიგზავნიდა. ვერც კი შევძლებ იმის მოყოლას, თუ რამდენად შორს წამიყვანა ამან და როგორ დამაბრუნა უკან. ისეთი რაღაც გამოვიარე, რასაც ვფიქრობდი, რომ არასდროს გამოვივლიდი. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდება ინფორმაციას ჩემი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, რომ ასეთი გენახეთ. მინდა, რომ მნახოთ მოღიმარი, მხიარული. მნახოთ ფილმში, სატელევიზიო შოუში. არ მინდოდა, გენახეთ მილებით და შემდეგ გერკვიათ, შევძლებდი თუ არა აქედან თავის დაღწევას.”

ოსკარის მფლობელი მსახიობის ქალიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ ჯეიმი ფოქსი „სამედიცინო ჩივილების” გამო საავადმყოფოში მოათავსეს. მსახიობის ოჯახს ავადმყოფობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუზიარებია. 

ჯეიმი ფოქსს არც ამ ვიდეოში განუხილავს მისი ავადმყოფობის დეტალები, მაგრამ აღნიშნა, რომ მისმა დამ და ქალიშვილმა მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. მსახიობი ასევე მადლობას უხდის ღმერთს და საავადმყოფოს პერსონალს.

ფოქსი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ჭორებსაც გამოეხმაურა იმის შესახებ,  რომ ის დაბრმავდა ან პარალიზდა. 

„როგორც ხედავთ, ჩემი თვალები მუშაობენ. პარალიზებული არ ვარ, მაგრამ… ეს იყო მოგზაურობა ჯოჯოხეთამდე და უკან. ჩემი გამოჯანმრთელების გზასაც ჰქონდა ჩავარდნები. მაგრამ ახლა ვბრუნდები და შემიძლია მუშაობა.”

ფოქსმა ბოლოს მხარდაჭერისთვის მადლობა ფანებს გადაუხადა. „მიყვარხართ ყველა და მიყვარს ის სიყვარული, რომელიც მაქვს.”

ვიდეოს კომენტარებში მსახიობმა კომენტარებში ბევრი თბილი მესიჯი მიიღო. კომენტარების ავტორებს შორის იყვნენ უილ სმიტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, პერის ჰილტონი, დუეინ ჯონსინი და სხვა ვარსკვლავები. 

ნახეთ ჯეიმი ფოქსის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარაკ ობამამ 2023 წლის საზაფხულო სიმღერების ფლეილისტი გააზიარა

შემდეგი სტატია

On The Road- გერმანიაში Rockweise – ფესტივალზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი