On The Road- გერმანიაში Rockweise – ფესტივალზე

ქართული ალტერნატიული როკ ბენდი On The Road ივლისის თვეში გერმანიაში ფესტივალ Rockweise-ზე მიიწვიეს.

სამდღიანი ფესტივალი 14 ივლისს ზაარბრიუკენში დაიწყო და ჯგუფი On The Road – სწორედ გახსნის დღეს, ფართო აუდიტორიის და უცხოელი მსმენელის წინაშე წარდგა. ჯგუფის შემადგენლობაში ლადო გიგაია (ვოკალი/გიტარა), ავთანდილ ირემაშვილი (ვოკალი/გიტარა), გიგი კობერიძე (დრამი), თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში) და ბექა ჩხარტიშვილი (ბასი) არიან.

Rockweise  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი არტისტების აღმოჩენას. წლევანდელი ფესტივალი  ჟანრობრივად საინტერესო პროგრამით გამოირჩეოდა. 

„ფესტივალს Rockweise ჰქვია და ყოველწლიურად ზაარბრიუკენში ტარდება. შარშან ჩვენი დრამერი უკრავდა Black Marrows-დან და წელს ჩვენც მიგვიწვიეს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩვენ პირველ დღეს დავუკარით.  სამომავლოდ თუ  მოგვეცემა მსგავსი შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონცერტებს აუცილებლად დავგეგმავთ.“ – ლადო გიგაია, ჯგუფ – On The Road-ის ვოკალისტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეიმი ფოქსი ემოციურ ვიდეოში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს: „ეს იყო მოგზაურობა ჯოჯოხეთამდე და უკან”

შემდეგი სტატია

ახალგაზრდა მუსიკოსმა, მარიამ უსანეთაშვილმა პროექტი Usa და სადებიუტო სინგლი Future Arc წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი