Melqo-ს ახალი სიმღერა და ვიდეო-კლიპი  Kotsnas

„სამყაროს უყვარს და აფასებს გულწრფელობას ამიტომ თუ შენს საქმეში, ბრძოლაში, გულწრფელი იქნები აუცილებლად მიაღწევ ყველაფერს რასაც გინდა.“
Melqo - Kotsnas
Melqo – Kotsnas

ქართველი მუსიკოსი Melqo  (დათო მანჩხაშვილი) მსმენელს ახალ სიმღერას უზიარებს სახელწოდებით – Kotsnas.  

ვიდეო-კლიპი ACHEX PRODUCTION-ის მიერ არის გადაღებული, მისი კონცეფცია კი მუსიკოსმა კლიპის რეჟისორმა აჩი ენუქიძემ და სცენარისტმა მინდია არაბულმა ერთობლივად შეიმუშავეს. 

Melqo:

„ყველა ადამიანს აქვს რაღაცა თავის ბრძოლის ველი, დღის ბოლოს ყველანი ვცდილობთ რომ უბრალოდ გადავრჩეთ და არასოდეს უნდა განსაჯო წიგნი მისი ყდით. ერთმა დამარცხებამ შეიძლება სულ ახალი კარები შეგაღებინოს ცხოვრებაში, რომელსაც არც კი ელოდი. ყველაფერს მოჰყვება რაღაცა და ყველა გამარჯვებას თავისი დამარცხება მოჰყვება, მთავარია არ ჩერდებოდე და ამ პროცესში იწაფებოდე როგორც ბრილიანტი წნევის ქვეშ. სამყაროს უყვარს და აფასებს გულწრფელობას ამიტომ თუ შენს საქმეში, ბრძოლაში, გულწრფელი იქნები აუცილებლად მიაღწევ ყველაფერს რასაც გინდა.“

მოუსმინეთ Melqo-ს Kotsnas

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯგუფმა ASEA SOOL ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Imagine Dragons – როკ ბენდი, რომელიც თანამედროვე პოპ კულტურის ნაწილად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი