ედ შირანი შემოდგომას ახალი ალბომით Autumn Variations ხვდება

ალბომს 29 სექტემბერს ედ შირანის ლეიბლი – Gingerbread Man Records გამოსცემს
ედ შირანი - ფოტო: ენი ლებოვიცი
ედ შირანი – ფოტო: ენი ლებოვიცი

ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ედ შირანმა მაისში მეექვსე სტუდიური ალბომი Subtract გამოაქვეყნა.

ხუთშაბათს, 24 აგვისტოს მუსიკოსმა განაცხადა, რომ 29 სექტემბერს კიდევ ერთ ალბომს Autumn Variation-ს პროდიუსერ აარონ დესნერთან თანამშრომლობით, საკუთარი ლეიბლით  Gingerbread Man Records-ით გამოუშვებს. ალბომი ედ შირანის ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს შემდეგ ერთ კვირაში გამოვა. 

„წლის დასაწყისში საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, სიმღერის წერა კი ჩემი გრძნობების გარკვევაში  მეხმარებოდა.  ალბომში დეპრესია, სიმარტოვე, გულისტკენა, ახალი მეგობრები, სიყვარული და დაბნეულობა არის თავმოყრილი.“ – აღნიშნა ედ შირანმა.


ედ შირანის თქმით მამამ და ძმამ მას კომპოზიტორი ელგარი და მისი ალბომი Enigma Variations გააცნეს, სადაც კომპოზიტორს მეგობრის შთაგონებით დაწერილი თოთხმეტი კომპოზიცია აქვს შექმნილი.  „ეს არის ის, რამაც ჩემი ალბომის შექმნა შთამაგონა. როდესაც აარონ დესნერთან ერთად ალბომი Subtract  შევქმენი, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით. ვგრძნობ, რომ მან შესანიშნავად გაართვა თავი ახალ ალბომს და იმედი მაქვს ჩვენი ახალი ნამუშევრები ისევე მოეწონება ყველას როგორც მე მომწონს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანდრეა ბოჩელი - ფოტო: ლუკა როზეტი

ანდრეა ბოჩელის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი