ნელი ფურტადო ახლა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს 

ნელი ფურტადომ Timbaland-თან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ახალი სიმღერა Keep Going Up გამოუშვა.

მომღერალმა ნელი ფურტადომ პაუზის შემდეგ დაბრუნება ახალი სიმღერით  Keep Going Up-ით აღნიშნა, რომელიც  Timbaland-თან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ჩაწერა. ამის შესახებ მუსიკოსმა Billboard-თან ისაუბრა.

„როდესაც Timbaland-მა და ჯასტინმა თანამშრომლობა შემომთავაზეს ძალიან გამიხარდა.“-თქვა ფურტადომ ინტერვიუს დროს. 2007 წლის ჰიტის Give It to Me-ს ჩაწერის შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. სიმღერამ გამოსვლისთანავე Billboard-ის საუკეთესო ასეულში პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება იმას თუ როგორ გრძნობს თავს 44 წლის ვარსკვლავი, ფურტადომ უპასუხა – „იმავე განწყობას ვარ, რაც 20 წლის ასაკში მქონდა, როცა ხმისჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტს ხელი პირველად მოვაწერე. მთელ ჩემს დროს მუსიკის შექმნას და ჩემ კოლეგებთან თანამშრომლობას ვუთმობდი. ისევ აქ ვარ,  აქ ვარ სწორი მიზეზების გამო. ყოველი დღე ჩემთვის ახალი შთაგონებაა. ჩემი კარიერის მანძილზე თავს ყველაზე ბედნიერად  ვგრძნობ, რადგან ისევ მუსიკას ვქმნი. მიყვარს ჩემი საქმე და ვაღიარებ რომ სცენაზე დგომა ჩემთვის სახლში დაბრუნებას ნიშნავს.“ – აღნიშნა მუსიკოსმა Billboard-თან საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

HBO-მ სერიალი The Idol პირველი სეზონის შემდეგ დახურა

შემდეგი სტატია

ჯო ბაიდენი ჯიმი ბაფეტის გარდაცვალებას ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სალო თათარაშვილმა Nikala-სთან კოლაბორაციით ახალი სიმღერა – Someway გამოუშვა

SALLO (სალომე თათარაშვილი) ამჟამად 23 წლისაა. საავტორო მუსიკალური კარიერა არტისტმა 2018 წელს დაიწყო, პირველი ტრეკი კი 2021 წელს გამოუშვა.
მეტი

Cowboy Carter Tour-ის ფარგლებში ბიონსე ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის კოსტიუმით წარდგა

მომღერლის გარდა, რუსაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები ვარსკვლავის თანმხლებმა მოცეკვავეებმაც მოირგეს.
მეტი
My Chemical Romance / Chapman Baehler

My Chemical Romance-მა ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე პირველად შეასრულა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა – War Beneath the Rain

სიმღერა My Chemical Romance-ის 2012 წლის გამოუქვეყნებელი, მეხუთე ალბომის ჩანაწერების პერიოდშია შექმნილი.
მეტი

Coldplay-ს კონცერტის სკანდალის შემდეგ გვინეტ პელტროუ კომპანია Astronomer-ს დროებითი სპიკერის სტატუსით შეუერთდა

25 ივლისს პელტროუ ტექნოლოგიური კომპანია Astronomer-ის სახალისო სარეკლამო ვიდეოში გამოჩნდა. ვიდეოს წინ უძღოდა ვირუსულად გავრცელებული ინციდენტი, როდესაც Astronomer-ის…
მეტი