Elizabeth Frisky – ლიზა ყენიას ახალი მუსიკალური პროექტი და დაანონსებული ალბომი

„ამერიკა გამოწვევების, შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც სწავლობ შრომას, თვითგადარჩენას, აწყდები კონკურენციას და იღებ გადაწყვეტილებას, იყო საუკეთესო და მუდამ იბრძოლო, ან მშვიდ დინებას გაჰყვე.“
ლიზა ყენია
ფოტო: ალექსანდრე კოჩაშვილი

ლიზა ყენიას ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. მომღერალი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და მუსიკალური კარიერის ახალ ეტაპზეა, რომლის ფარგლებში მსმენელის წინაშე ახალი სასცენო სახელით – Elizabeth Frisky წარდგა. არტისტი მუსიკალურ ალბომზე მუშაობს და მის გამოცემამდე,  პერიოდულად ცალკეულ სინგლებს უშვებს. ამჯერად Elizabeth Frisky-მ კიდევ ერთი ახალი ტრეკი სახელწოდებით Keep Burning წარადგინა. 

„ამჟამად ჩემს პირველ მუსიკალურ ალბომზე ვმუშაობ. თითოეულ ნაწარმოებს ალბომიდან ცალ-ცალკე ვუშვებ და GMI Rights Management-ის დახმარებით ისინი ქვეყნდება ისეთ მუსიკალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Spotify, Itunes, Youtube და ასე შემდეგ. მუსიკალური პროდიუსერი ანზორ ფილიაა – ძალიან  ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს.  ჩემი მეგობარია და ვერასოდეს ავხსნი, რამხელა შრომას დებს ამ პროცესში, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. მასტერინგი ძირითადად ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის.მიმაჩნია,  რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და გემოვნებიანი მუსიკოსია.“

როგორც მომღერალი ამბობს, ალბომი ჟანრობრივად მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებს, როგორიც არის ჰიპ ჰოპი, R&B , Funk და ასე შემდეგ. დაანონსებული ალბომის პირველი სინგლი, რომელიც  Elizabeth Frisky-მ გაავრცელა, არის Lavender. 

მომღერლის თქმით, ცდილობს,  ალბომის თითოეული სიმღერით ისეთ საკითხებს შეეხოს, რაც ძირითადად მის გარშემო მომხდარს, ბავშვობას, პერსონალურ ისტორიებს და ტკივილს უკავშირდება, თუმცა ამასთანავე სურს, რომ  ყველა სიმღერის ბოლოს  მსმენელში იმედმა გაიღვიძოს. 

„Lavender სიყვარულზეა და ვფიქრობ, კეთილი და დადებითი ენერგიები აქვს. მასზე მუსიკალური ვიდეო არ გადამიღია. Keep Burning მეორე დარელიზებული სიმღერაა, რომელიც ასევე კლიპის გარეშეა. მუსიკალური ვიდეო ძალიან მნიშვნელოვანია სიმღერის მსმენელისთვის  უკეთესად გასაცნობად  და აღსაქმელად, თუმცა მიხარია, რომ ამის მიუხედავად, ტრეკი მსმენელის ყურადღების მიღმა არ დარჩა. ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო ფაქტიც მოხდა და  ევროვიზიის ოფიციალურმა საიტმა სიმღერის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მინდა Keep Burning ადამიანებში სიმშვიდეს და იმედს აღვივებდეს, სიმღერას სიუჟეტური ტექსტი და იდეა არ აქვს, თუმცა ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა და როგორც აღმოჩნდა – მსმენელისთვისაც“- ამბობს Billboard საქართველოსთან საუბრისას მუსიკოსი. 

„მე თვითონ ძალიან ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველა სირთულის ბოლოს სინათლეა. ვცდილობ, ეს ყველა სიმღერაში სწორად გადმოვცე.“

როგორც ლიზა ყენია ამბობს, ამერიკამ და ამერიკულმა კულტურამ, ცხოვრების წესმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა – „ამერიკა გამოწვევების, შესაძლებლობების ქვეყანაა,  სადაც სწავლობ შრომას, თვითგადარჩენას, აწყდები კონკურენციას და იღებ გადაწყვეტილებას, იყო საუკეთესო და მუდამ იბრძოლო, ან მშვიდ დინებას გაჰყვე.

„საქართველოში საოცნებო ცხოვრება დავტოვე – კარიერა, ოჯახი, მეგობრები. დავტოვე ყველაფერი ის, რაზეც მიოცნებია. თუმცა ეს იმიტომ გავაკეთე,  რომ მეტი ვისწავლო, მეტი შევქმნა და ერთ ნაჭუჭში, კომფორტის ზონაში  არ  ვიყო. ხანდახან რაც გაქვს, ყველაფერს ხელი უნდა გაუშვა, რომ ახალი და უკეთესი მიიღო. ვფიქრობ, ადამიანი სულ უნდა იზრდებოდეს და ერთ ადგილას არასოდეს ჩერდებოდეს.“

როგორც ლიზა ამბობს, სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა აპირებს, რომ თავისი კარიერა განავითაროს. 

„მინდა არასოდეს გავჩერდე – ვწერო და ვიმღერო დაუსრულებლად , რადგან ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს ისევე, როგორც ჩემი მსმენელი.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Dakhabrakha

Dakhabrakha ევროპული ტურის ფარგლებში პირველ კონცერტს თბილისში, MONO HALL-ში გამართავს

შემდეგი სტატია

Lady Gaga

ლედი გაგამ ლას ვეგასში გამართულ საღამოზე Born This Way ტრანსგენდერთა უფლებებს მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BTS-ის SUGA-მ სასცენო სახელის ნამდვილი ისტორია გაამხილა, რომელიც აქამდე მისმა თანაგუნდელებმაც კი არ იცოდნენ

არტისტის თქმით, თავიდან ეს სახელი კალათბურთით იყო შთაგონებული, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ რეალური ისტორიიის მოყოლა „ძალიან დამღლელი იყო“.
მეტი

„სადაც გამახედეს“ – ერეკლე დეისაძემ SabanaYesYes-თან ერთად ახალი სიმღერა გამოუშვა

ერეკლე დეისაძემ არტისტ Sabana-სთან (SabanaYesYes) ერთად ახალი ტრეკი, სახელწოდებით „სადაც გამახედეს“ გამოუშვა. ნამუშევრის პროდაქშენი Sabana-ს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი…
მეტი

CHARLI XCX-ის მენეჯმენტი ალბომ WUTHERING HEIGHTS-ის კრედიტებთან დაკავშირებით სქაი ფერეირას ბრალდებებს პასუხობს 

მას შემდეგ, რაც სქაი ფერეირამ განაცხადა, რომ Charli xcx-ის ალბომში Wuthering Heights მისი ძველი დემო-ვერსიები მითითების გარეშე გამოიყენეს, ჩარლის მენეჯმენტის გუნდი სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი სინგლი – Amerika

ქართველმა არტისტმა ახალი სინგლი, სახელწოდებით Amerika გამოაქვეყნა. Amerika არტისტისთვის ერთგვარი ემოციური აფეთქებაა, სიმღერა, რომელიც  ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა და…
მეტი

YE-მ ლოს-ანჯელესის სტადიონზე გამართული მეორე კონცერტისას, სცენაზე ლორინ ჰილი და ტრევის სკოტი მიიწვია

3 აპრილს LAURYN HILL-ზე გამართულ კონცერტზე სხვა მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნორს უესტი და CeeLo Green.
მეტი

Starring Georgia – ეკოსისტემა, სადაც კულტურული მოვლენა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სარგებელში ითარგმნება

ბრძოლა ხარისხისთვის, სტანდარტებისა და იმ მომავლისთვის, რომელშიც საქართველო გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულუფლებიანი და ყველაზე მიმზიდველი წევრია.
მეტი