ტრევის სკოტი Astroworld-ის საქმეზე საათების განმავლობაში იკითხებოდა

საქმის პირველი სასამართლო განხილვა 2024 წლის 6 მაისს არის ჩანიშნული. სასამართლოს ანგარიშით, ამ ეტაპზე 1500 აქტიური სარჩელია.

ფესტივალ  Astroworld-ზე მომხდარი შემთხვევის გამო, ტრევის სკოტი დაკითხეს. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. საქმე ეხება 2021 წელს ფესტივალზე, მისი გამოსვლის დროს მომხდარ ჭყლეტას, რის დროსაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და არაერთი დაშავდა. ამის შედეგად ტრევის სკოტის წინააღმდეგ  სარჩელები მომზადდა. 

სარჩელი სამოქალაქო დავის სტატუსით განიხილება, სკოტი პროცედურული წესების დაცვით დაიკითხა. როგორც ჰიუსტონის დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, ტრევისი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს.

ფესტივალის შემდგომ დაწყებულმა გამოძიებამ ტრევის სკოტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხა მას შემდეგ, რაც სასამართლომ საქმეში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობა უარყო. 

სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, ტრევის სკოტი მომხდარი ტრაგედიიდან ორ დღეში გამოიკითხა. მუსიკოსმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ დაინახა ადამიანი, რომელიც სცენასთან ახლოს სამედიცინო დახმარებას იღებდა. მიუხედავად ამისა, აუდიტორია ერთობოდა და შოუს გაჩერების საფუძველი ვერ შენიშნა. 

ამჯერად ტრევის სკოტი მომჩივანი მხარეების ადვოკატებმა დაკითხეს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათგან ყველაზე პატარა 9 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი – 27-ის. ისინი ჭყლეტის შედეგად გამოწვეული ასფიქსიით დაიღუპნენ. 

საქმის პირველი სასამართლო განხილვა 2024 წლის 6 მაისს არის ჩანიშნული. სასამართლოს ანგარიშით, ამ ეტაპზე 1500 აქტიური სარჩელია. მათი უმეტესობა ტრევის სკოტის და Astroworld-ის ორგანიზატორი კომპანიის – Live Nation-ის წინააღმდეგ არის მომზადებული. 

992 საქმე ფიზიკურ დაზიანებას შეეხება, 313 კი – ემოციურ და მენტალურ ტრავმას. დანარჩენ სარჩელებში საქმე ეხება ქირურგიული ოპერაციას, რომელთა საჭიროება, მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ ფესტივალზე მომხდარმა ინციდენტმა განაპირობა. 

სარჩელები, რომლებიც გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებმა შეიტანეს, უკვე დაკმაყოფილდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ ბექჰემზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა

შემდეგი სტატია

Blink-182-ს ახალი სინგლი და ვიდეო One More Time, რომელიც ბენდის ისტორიას ასახავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი