ბობ დილანმა Farm Aid ფესტივალის მაყურებელი გააოცა 

სწორედ დილანის რეპლიკამ შთააგონა 1985 წელს უილი ნელსონს ამერიკელი ფერმერების დასახმარებელი ფესტივალის შექმნა.
ბობ დილანი
Jeffrey R. Staab/CBS via GI

ბობ დილანმა უილი ნელსონის მიერ დაარსებული Farm Aid ფესტივალის ათასობით  მაყურებელი თავისი მოულოდნელი გამოსვლით გააოცა. ფესტივალზე დილანის გამოჩენა 38 წლის შემდეგ შედგა, რაც მომღერალმა ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე წარმოადგინა იდეა, რომელიც შემდეგ სწორედ Farm Aid-ის ფესტივალად იქცა. 

1985 წლის ივლისში ფილადელფიაში დილანი საქველმოქმედო კონცერტზე წარდგა, სადაც თანხა ეთიოპიის შიმშილის დასამარცხებლად გროვდებოდა. Სიმღერებს შორის კი დილანმა ერთი იდეა გააჟღერა: შეიძლებოდა თუ არა, რომ ასეთივე ქველმოქმედება ამერიკელ ფერმერებსაც დახმარებოდა.  

„ამ შეკითხვამ მაშინვე თავში დამარტყა,” – იხსენებს უილი ნელსონი 2015 წელს Billboard-თან საუბრისას. იმ მომენტში ნელსონი გზაში იყო და კონცერტს ავტობუსის ტელევიზორში უყურებდა. მან დაიწყო ფიქრი ეკონომიკურ კრიზისზე, რომელსაც ამერიკელი ფერმერები გაკოტრებამდე მიჰყავდა და აიძულებდა მათ, ოჯახური ფერმები მიეტოვებინათ. ამის შემდეგ ნელსონმა თავის მეგობრებს დაუძახა. Მათ შორის იყო ის, ვისგანაც ეს იდეა წამოვიდა. 

დილანი ქანთრისა და როკის იმ შთამბეჭდავ შემსრულებელთა შორის იყო, რომლებმაც 1985 წლის 22 სექტემბერს პირველ Farm Aid-ზე დაუკრეს. დილანი ფესტივალზე Tom Petty and the Heartbreakers-თან ერთად წარდგა.

„იმ დროს ტონი დიმიტრიადისი, ტომ პეტის მენეჯერი, თანამშრომლობდა ელიოტ რობერტსთან, რომელიც დილანს წარმოადგენდა,” – იხსენებს ბილ დეიანგი, მუსიკალური კრიტიკოსი, Billboard-თან ინტერვიუში. „დილანს პირველი Farm Aid-ისთვის ბენდი სჭირდებოდა. ყველაფერი დანარჩენი აქედან დაიწყო.” 

„ყველაფერი დანარჩენი” კი მოიცავს True Confessions Tour-ს, რომელიც დილანმა და პეტიმ მომდევნო წელს ერთად წამოიწყეს. Heartbreakers დილანის ბექებში 60 შოუში მღეროდა ავსტრალიაში, იაპონიასა და აშშ-ში. დილანისა და პეტის შემოქმედებითი პარტნიორობა, რომელიც Farm Aid-ზე დაიბადა, გაბრწყინდა. მომღერლები 1986 წლის 4 ივლისს მეორე Farm Aid-ზეც წარდგნენ, როცა ტურნედან სატელიტით ჩაერთნენ. 

1988 წელს დილანმა თავის მალიბუს სტუდიაში ტომ პეტი, ჯორჯ ჰარისონი, ჯეფ ლაინი და როი ორბისონი მიიწვია, სადაც სიმღერა Handle Me With Care ჩაწერეს. თავიდან კომპოზიცია განზრახული იყო, როგორც B-side-ის სინგლი ჰარისონის ალბომისთვის Cloud Nine. თუმცა ამის ნაცვლად, სიმღერა სუპერჯგუფის, The Traveling Wilburys-ის ჩამოყალიბების შთაგონება გახდა. 

ასე რომ, Farm Aid-მა დილანს ტურნეს პარტნიორი და რეკორდულად წარმატებული კოლაბორაცია აპოვნინა. სამი დეკადის შემდეგ Farm Aid კვლავ რჩება ყველაზე ხანგრძლივ საქველმოქმედო კონცერტად, რომელსაც 64 მილიონ დოლარზე მეტი აქვს შეგროვებული ოჯახური ფერმებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის. Ბობ დილანი კი კვლავ წარდგა სცენაზე იმ იდეის მხარდასაჭერად, რომელიც 38 წლის წინ პირველად სწორედ მან გააჟღერა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat-მა ახალი ალბომი Scarlet გამოუშვა

შემდეგი სტატია

ნინო ქათამაძე ამერიკაში ტურნეს მართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი