დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის სავარაუდო რომანს ეხმაურება

ყოფილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ The Daily Caller-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი
Theo Wargo/Getty Images for MTV; Cooper Neill/Getty Images

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის სავარაუდო რომანს ეხმაურება.  The Daily Caller-თან-თან ინტერვიუში ყოფილ პრეზიდენტს მომღერლისა და ფეხბურთელის რომანზე აზრი ჰკითხეს.

„ორივეს საუკეთესოს ვუსურვებ. იმედია, რომ ცხოვრებით ტკბებიან, შეიძლება ერთად, შეიძლება არა. უფრო – არა,” – უპასუხა ტრამპმა.

მას შემდეგ, რაც 24 სექტემბერს ტეილორ სვიფტი ტრევის კელსის თამაშს დაესწრო, ფანები მათ სავარაუდო რომანზე ალაპარაკდნენ.  

წყვილის ურთიერთობა ივლისში დაიწყო, როცა კელსმა სვიფტის კონცერტის დროს მისთვის სამაჯურის გადაცემა სცადა, რომელზეც მისი მობილურის ნომერი იყო დატანილი. თუმცა არ გამოუვიდა. შემდეგ ფეხბურთელმა მომღერალი თავის თამაშზე დაპატიჟა. ყველასთვის მოულოდნელად სვიფტმა მოწვევა მიიღო და 24 სექტემბერს როგორც საკუთარი, ასევე ფეხბურთის ფანები სტადიონზე მისვლით გააოცა. სვიფტი კელსს ფეხბურთელის დედასთან ერთად გულშემატკივრობდა. წყვილმა სტადიონი ერთად დატოვა, რის შემდეგაც კელსის მანქანაშიც ერთად შენიშნეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„უეცრად, გასულ ზაფხულს” – სპექტაკლის პრემიერა სოხუმის დრამატულ თეატრში 

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი პოლიციას მისი შემოწმების გამო აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი