კულტურის საერთაშორისო ფესტივალი Europalia წელს საქართველოს ეძღვნება

საქართველო, სტუმარი ქვეყნის სტატუსით ევროპული კულტურის ფესტივალში Europalia წელს პირველად მონაწილეობს

ევროპული კულტურის ფესტივალი Europalia ბელგიაში, 4 ოქტომბერს დაიწყო და ხუთი თვის განმავლობაში – 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში გაგრძელდება. ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და კონკრეტულ ქვეყანას და მის კულტურას წარმოაჩენს. წლეს კი, ფესტივალის სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველო წარდგება.

2023 წლის 4 ოქტომბერს, ბელგიაში დაწყებული ფესტივალი დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს ქართული კულტურის მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნოს. 

ფესტივალი ქართული კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს, სადაც ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროა წარმოდგენილი. ეს იქნება გამორჩეული მრავალხმიანი ქართული მუსიკა, უნიკალური მხატვრობა,  საქართველოს შესახებ ნაკლებად ცნობილი ტრადიციები, კინო, თეატრი თუ ლიტერატურა, საერთო ჯამში კი, ეს ყოველივე ქართული კულტურის მრავალფეროვნებას და სიმდიდრეს გამოავლენს. 

ფესტივალზე თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენები, მულტიდისციპლინური პერფორმანსები, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტები, თეატრალურ წარმოდგენები, ლიტერატურულ შეხვედრები და ქართული კინოს რეტროსპექტივა იქნება ნაჩვენები.

დამსწრე საზოგადოება Europalia-ზე ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას დაესწრება. ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბურ გამოფენას „ავანგარდი საქართველოში 1900-1936“ და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში 1900-1936“ ევროპაში პირველად იმართება და იგი 4 ოქტომბერს, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR) გაიხსნა, რომელიც ოცდახუთი  მხატვრის სამასამდე ექსპონატს აერთიანებს. 

Europelia საქართველოს ფესტივალის ფარგლებში ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, პეტრე ოცხელის, შალვა ქიქოძის, ნიკო ფიროსმანის, ირაკლი გამრეკელისა და ნუცა ღოღობერიძის ნამუშევრები ერთიანდება. ჯამში 60-ამდე ღონისძიება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში ჩატარდება.

ფესტივალი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით არის ორგანიზებული და საქართველოს ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებას და ინტეგრირებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფესტივალის სრული პროგრამა:

https://europalia.eu/en/europalia-georgia/europalia-georgia-programme
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Reverse – LOUDspeakers ახალ სიმღერას აზიარებს

შემდეგი სტატია

დრეიკის 6 წლის ვაჟმა სადებიუტო სიმღერა გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
მეტი
წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი