მუსიკალურ შოუში The Voice ქართველმა არტისტმა ლიზა გოზალიშვილმა შოუს მეორე რაუნდიც გადალახა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. Მეორე რაუნდი ითვალისწინებდა ე.წ. Რინგს, სადაც ჟიურის წევრის ჯოვანი ზარელას გუნდის ორი მონაწილე ლიზი გოზალიშვილი და ნიკოლ შოლცი იღებდნენ მონაწილეობას, კონკურსის წესების თანახმად კი მხოლოდ ერთი მონაწილე გადადის შემდეგ ტურში.
ლიზიმ და მისმა მეწყვილემ რინგზე მაილი საირუსის სიმღერა The Prisoner შეასრულეს, სადაც ლიზიმ ჟიურის მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ნახეთ ლიზი გოზალიშვილი და ნიკოლ შოლცი გერმანული Voice-ის სცენაზე: