Amor – ფესტივალი „საჩუქარი” თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით გაიხსნა

„აქ, ამ სცენაზე, ევროპის ძირში ვყიდი ყველაფერს!”
სპექტაკლი Amor
მსახიობები: აგლაია პაპა და ანტონის მირიაგოსი

მარჯანიშვილის თეატრში მსოფლიო თეატრის პატრიარქად წოდებული თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლი გაიმართა. წარმოდგენა სახელწოდებით Amor ფესტივალ „საჩუქრის” გახსნითი ღონისძიება იყო. 

Amor – ეს არის ემოციებით დატვირთული სპექტაკლი, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე ადამიანისა და საზოგადოების მომავალი, რომელსაც მაყურებელი უკვე აწმყოშიც ამოიცნობს. ეს არის სამყარო, სადაც თავად ადამიანიც სამომხმარებლო საგანი ხდება და ჰყიდის ყველაფერს, მათ შორის საკუთარ თავსაც. რეჟისორის ორიგინალური გადაწყვეტით, დარბაზში შესულ მაყურებელს მსახიობები უკვე სცენაზე ხვდებიან, როგორც გასაყიდად გამოტანილი ნივთები. „აქ, ამ სცენაზე, ევროპის ძირში ვყიდი ყველაფერს!” – არაერთხელ იმეორებს ფრაზას სპექტაკლის პერსონაჟი. თუმცა ყველაზე მეტი, რაც ერთსაათიანი წარმოდგენის დროს ისმის, მხოლოდ ციფრებია. 

თეოდოროს ტერზოპულოსი:

„ეს არის ჩვენი აწმყოც და მომავალიც. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს არის მომავლის ანარეკლი აწმყოში. იმ მომავლისა, რომელიც ნელ-ნელა დგება. ეს არის პროცესი დეჰუმანიზაციისა, ანუ ადამიანობისგან დაცლისა. ადამიანი ხდება ციფრი და ჰყიდის ყველაფერს. დღეს ჩვენ რეალურად ბანკების ტყვეები ვართ, რადგან სწორედ ისინი მართავენ სამყაროს. თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ბანკებს. რაც დღეს ხდება, ეს არის კატასტროფის პროცესი, განადგურების პროცესი… ძალიან ბევრი რამ არის შიგნით და ჩვენ ვართ ამ ყველაფრის მონაწილე და ტყვე. ეს არ არის დრამატული სპექტაკლი. მას არ აქვს დრამატული ხასიათი. ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური მანიფესტაცია.”

ორი მსახიობითა და მინიმალისტური სცენოგრაფიით, ტექსტზე ორიენტირებული სპექტაკლი დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმიანება. ომი, ავადმყოფობა, კორონავირუსი – ეს ის თემებია, რომლებსაც მსახიობები ციფრებს შორის აჟღერებენ. სპექტაკლის დროს ბევრჯერ მეორდება ფრაზა: „გასასვლელი არ არის.” თუმცა საბოლოოდ რეჟისორი ამ რეალობიდან თავის დაღწევის თავის გზას გვაჩვენებს. პერსონაჟები პასუხს პოულობენ და ეს არის სიყვარული – Amor. 

„სიყვარული არის ძალიან მშვენიერი, ლამაზი, მაგრამ ძალიან იშვიათი გზა იმისთვის, რომ გამოსავალი იპოვო,” – ამბობს ტერზოპულოსი. „თეატრის მისია და მიზანი ის არის, რომ რაღაც შეცვალოს ადამიანში, რომ სხვა თვალით შეხედოს მოვლენებსა და საგნებს. მსახიობები აქ იმისთვის გარდაისახებიან, რომ მაყურებელიც გარდაისახოს.”

თეოდოროს ტერზოპულოსი და სპექტაკლის მსახიობები: აგლაია პაპა და ანტონის მირიაგოსი

სპექტაკლმა მაყურებლის დიდი ოვაციები დაიმსახურა. Amor ტერზოპულოსის ტრილოგიის მეორე ნაწილია. პირველი – Alarme „საჩუქრის” ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა შარშან იხილა. ტრილოგიის დასკვნითი სპექტაკლის Encore-ის ჩვენება კი მომავალ წელს ისევ ფესტივალის სცენაზე იგეგმება. 

ფესტივალის პროგრამა ნახეთ ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიზა გოზალიშვილი გერმანული The Voice-ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა

შემდეგი სტატია

ნილ იანგი, ჰაიდ პარკი, 2019 წლის 12 ივლისი, ლონდონი. ფოტო გას სტიუარტი

ნილ იანგი ახალ ალბომს Before & After-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი